L'Oreal-ი რუსეთში მაღაზიებს ხურავს
- მსოფლიო
- 09.03.2022
- 00:00
კოსმეტიკის კომპანია L'Oreal-ი უკრაინაში აგრესიის გამო, რუსეთში მაღაზიებსა და ონლაინ-მაღაზიებს დროებით ხურავს. იუწყება Reuters.
ამის გარდა, კომპანია რუსეთში აჩერებს ინვესტიციებსა და რეკლამას.
კომპანია 5 მლნ ევროს გადაურიცხავს საერთაშორისო და რეგიონალურ საქველმოქმედო ორგანიზაციებსა და გაეროს სააგენტოებს, რომლებიც ახორციელებენ ჰუმანიტარულ დახმარებას.
L’Oreal-ი აწარმოებს კოსმეტიკასა და პარფიუმერიას ბრენდების Garnier-ის, Maybelline New York-ის, Lancome-სა ად Vichy-ს ქვეშ.
L'Oréal Group-ი მსოფლიოში კოსმეტიკის უმსხვილესი მწარმოებელია, ეკუთვნის შვეიცარიულ კომპანია Nestle.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200