აშშ პოლონეთს Patriot-ის ტიპის სარაკეტო-საზენიტო სისტემის ორ დანადგარს უგზავნის
- მსოფლიო
- 09.03.2022
- 10:48
შეერთებული შტატები პოლონეთს Patriot-ის ტიპის სარაკეტო-საზენიტო სისტემის ორ დანადგარს უგზავნის. CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ევროპული სარდლობის სპიკერმა ადამ მილერმა განაცხადა.
„ეს არის გონივრული თავდაცვითი ზომა, რომელიც ამყარებს წესდების მეხუთე მუხლისადმი ჩვენს ერთგულებას და არ უჭერს მხარს შეტევით ოპერაციებს. ჩვენ მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი მიმართულია აგრესიის შეკავებისკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200