primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არის იგივე ხელწერა, რაც რუსეთმა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა - კახა იმნაძე

  • პოლიტიკა
  • 09.03.2022
  • 14:55
რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არის იგივე ხელწერა, რაც რუსეთმა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა - კახა იმნაძე

2022 წლის 8 მარტს გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ელჩი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოს ღია დებატზე: "ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება: ეკონომიკური ჩართულობა პარტნიორობის გზით".

თავის გამოსვლაში ელჩმა დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ყურადღება გაამახვილა ქალებისა და ბავშვების განსაკუთრებულ მოწყვლადობაზე ამ უმიზეზო და გაუმართლებელ ომში.

ხაზი გაუსვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განურჩეველ თავდასხმებს, ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ შეთანხმების დარღვევასა და ზოგადად რუსეთის მიერ ყველა ნორმების, მათ შორის ადამიანის უფლებების სამართლის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალის და გაეროს წესდების უხეშ დარღვევას.

მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არის იგივე ხელწერა, რაც რუსეთმა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა. ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ე.წ. ბორდერიზაციას.

ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული პრიორიტეტია ქალების ჩართულობა სამშვიდობო პროცესში და კონფლიქტით დაზარალებული ქალების საკითხის შენარჩუნება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგში. აღნიშნა, რომ კონფლიქტით დაზარალებული ქალების უფლებების და შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით მთავრობის ძალისხმევას ხელს უშლის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, სადაც მუდმივად ხდება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა.

თავის გამოსვლაში ელჩმა მოუწოდა რუსეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში, გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები და შეცვალოს უკანონო გადაწყვეტილებები უკრაინის ტერიტორიების სტატუსთან დაკავშირებით. ამასთან, იგივე გააკეთოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge