png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

მტერი ვერც ერთი მიმართულებით წინ ვერ მიიწევს - უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი

  • მსოფლიო
  • 09.03.2022
  • 23:09
მტერი ვერც ერთი მიმართულებით წინ ვერ მიიწევს - უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსეი დანილოვი აცხადებს, რომ სურვილის მიუხედავად, მტერი ვერც ერთი მიმართულებით წინ ვერ მიიწევს.

დანილოვმა განაცხადა, რომ უცხოეთის დაზვერვა გამარჯვებას უკრაინას უწინასწარმეტყველებს.

„რთული იქნება ეს თუ არა? დიახ, ეს რთული იქნება, რადგან მტერი სწორად უნდა შევაფასოთ. ჩვენ მათ ყველა მიმართულებით ვანადგურებთ, მაგრამ ისინი კალიებივით მოძვრებიან... ზუსტად ვიცი, რომ გავუძლებთ, რადგან ეს ჩვენი მიწაა და ამ მიწიდან ვერავინ გაგვყრის, ამიტომ ჩვენ მას დავიცავთ“, - განაცხადა დანილოვმა.

მან აღნიშნა, რომ დღეს უკარინაში კარგად ესმით, რა გეგმები აქვს მტერს.

„ეს გეგმები შეიცვალა ომის დაწყების შემდეგ, მათ ჰქონდათ სურვილი ორ-სამ დღეში ომის დასრულების და კრეშატიკზე აღლუმის ჩატარების, ეს არასდროს მოხდება“, - თქვა დანილოვმა.

მისი თქმით, მტერი გადავიდა სხვა ტაქტიკაზე, კონკრეტულად იმის გამო, რომ დასახული ამოცანა ვერ შეასრულა, თანამდებობებიდან 8 გენერალი გაათავისუფლა და სხვები დანიშნა.

„ჩვენ კარგად გვესმის, რა ხდება ახლა რუსეთში. ისინი სასოწარკვეთილები არიან. ეს ჩვენი ომია, რომელსაც აუცილებლად მოვიგებთ“, - განაცხადა დანილოვმა.

მან აღნიშნა, რომ რუსი ოკუაპნტები ძალიან ნელა მოძრაობენ, რადგან მათ უკრაინის არმია ყველა მიმართულებით დარტყმებს აყენებს.

მისივე თქმით, ძალიან მაღალია უკრაინელების ეროვნული სულისკვეთება.

 „ვერ ვხედავ ვერანაირ შესაძლებლობას, რომ მტერმა გაიმარჯვოს. ის წინსვლა, რომელიც მას სურდა, არც ერთი მიმართულებით არ აშეინიშნება“, - დასძინა დანილოვმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge