png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

მარიუპოლის სამშობიარო სახლი იყო ულტრარადიკალური ბატალიონის აზოვის ბაზა - ლავროვი

  • მსოფლიო
  • 10.03.2022
  • 15:02
მარიუპოლის სამშობიარო სახლი იყო ულტრარადიკალური ბატალიონის აზოვის ბაზა - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დაადასტურა, რომ მარიუპოლის სამშობიარო სახლი და ბავშვთა საავადმყოფო რუსეთის არმიამ მიზანმიმართულად დაბომბა.

ამის შესახებ მან ანტალიაში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ლავროვმა აღნიშნა, რომ მარიუპოლის სამშობიარო სახლი „სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებოდა“.

„რამდენიმე დღის წინ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე რუსეთის დელეგაციამ წარადგინა ფაქტები იმის შესახებ, რომ აღნიშნულ სამშობიარო სახლში იმყოფებოდნენ „აზოვის“ ბატალიონი და სხვა რადიკალები. მათ იქიდან გაყარეს მშობიარეები, მედდები და მთელი პერსონალი. იქ განლაგებული იყო „აზოვის“ ბატალიონის ულტრარადიკალური ბაზა“, - განაცხადა აგრესორმა ლავროვმა.

მან აღაიარა, რომ ნახა მარიუპოლის კადრები, თუმცა მისი თქმით, ეს იყო მანიპულაცია და აღნიშნა, რომ მედია მეორე მხარის პოზიციებს არ აშუქებს.

„რაც შეეხება მარიუპოლის სამშობიაროზე თავდასხმას, არაერთხელ მოგვისმენია ასეთი პათეტიკა. ამ სახლს დიდი ხნის განმავლობაში აკონტროლებდა „აზოვის“ ბატალიონი და იყო ულტრარადიკალური ბატალიონის აზოვის ბაზა. პირველად არ ვისმენთ პათეტიკურ მოთქმას რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ ე.წ სიმხეცეზე“, - ცინიკურად განაცხადა ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გუშინ, 9 მარტს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მარიუპოლის სამშობიარო სახლისა და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge