png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

მოვუწოდებთ პუტინს, შეწყვიტოს თავდასხმები უკრაინაზე. ჩვენ როცა რუსეთში დავბრუნდებით, მის წინააღმდეგ გამოვალთ - უკრაინაში დატყვევებული რუსი ჯარისკაცები

  • მსოფლიო
  • 10.03.2022
  • 16:50
მოვუწოდებთ პუტინს, შეწყვიტოს თავდასხმები უკრაინაზე. ჩვენ როცა რუსეთში დავბრუნდებით, მის წინააღმდეგ გამოვალთ - უკრაინაში დატყვევებული რუსი ჯარისკაცები

უკრაინის ომში ტყვედ ჩავარდნილმა 7-მა რუსმა ოფიცერმა, რომლებიც რუსეთის სამხედრო დაზვერვის განყოფილებაში მსახურობდნენ, უკრაინის საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ კიევის ოფისში პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ ისინი წარმოადგენენ რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-15 ალექსანდროვსკის ბრიგადის სამხედრო დაზვერვის ოფიცრებს და ტყვედ ჩავარდნენ ჩერნიგოვის რაიონში.

როგორც trt.net.tr წერს, ამ პრესკონფერენციას მრავალი ადგილობრივი და უცხოური პრესის წარმომადგენელი ესწრებოდა და ტყვეობაში მყოფმა რუსმა ოფიცრებმა ისაუბრეს უკრაინაში წასვლის და ტყვედ ჩავარდნის პროცესზე.

ოფიცერმა სერგეი გალკინმა განაცხადა, რომ ის 2013 წლიდან არის საკონტრაქტო ჯარისკაცი და მათი ნაწილი 1 თებერვალს სარკინიგზო გზით გადაიყვანეს ბრიანსკის ოლქში იმ მოტივით, რომ მონაწილეობას მიიღებდნენ ბელორუსიაში დაგეგმილ ერთობლივ წვრთნებში.

მისივე თქმით მისმა ნაწილმა ადგილობრივ ტყეში გაშალა ბანაკი და აქ ყოფნის მესამე დღეს გაიგეს უკრაინაზე თავდასხმის გეგმის შესახებ.

“ტყეში ყოფნის მესამე დღეს, ჩვენი ნაწილის მეთაურმა წაიკითხა რუსეთის მთავარსარდლის (რუსეთის პრეზიდენტის) ვლადიმერ პუტინის ბრძანება უკრაინაზე თავდასხმის დაწყებისა და კიევის ოკუპაციის შესახებ. ამ დროს ჩვენ მობილურები და პირადობის მოწმობები ჩამოგვართვეს და მეორე დილით უკრაინისკენ გაგვაგზავნეს. საზღვრთან ახლოს მდებარე ქალაქ ჩერნიგოვის მახლობლად ჩვენი სამხედრო ავტომანქანები ჭაობში ჩაიფლნენ. ამ დროს ადგილობრივ მცხოვრებლებს შევხვდით, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ. მათთან შეტაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩვენმა სნაიპრებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. ადგილობრივმა უკრაინელებმა ცეცხლს ცეხლით უპასუხეს და გვიყვიროდნენ, რომ ან დავნებებულიყავით, ანდა ჩვენს სახლებში დავბრუნებულიყავით. სწორედ ამ დროს ჩვენ რეალურად გადავწყვიტეთ უკრაინელებისადმი დანებება,” - განაცხადა გალკინმა.

კიდევ ერთმა ოფიცერმა, ვლადიმერ რასკაზოვმა თავის არმიელ თანამებრძოლებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდათ: “მე აქვე პუტინსაც მოვუწოდებ, შეწყვიტოს თავდასხმები უკრაინაზე. ჩვენ როცა რუსეთში დავბრუნდებით, პუტინის წინააღმდეგ გამოვალთ,“ აღნიშნა რასკაზოვმა. დატყვევბული რუსი ოფიცრების თქმითვე, მათი ბრიგადა 2014 წელში, ე.ი. ყირიმის ოკუპაციის წინ, სირიაში სამხედრო პოლიციის ნაწილში მსახურობდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge