აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 13,6 მლრდ დოლარის დახმარების პაკეტი დაამტკიცა
- მსოფლიო
- 11.03.2022
- 10:53
აშშ-ის სენატმა დაამტკიცა უკრაინისთვის 13,6 მლრდ დოლარის დახმარების პაკეტის კანონპროექტი. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
კანონპროექტი, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ 9 მარტს მიიღო, პრეზიდენტ ბაიდენს ხელმოსაწერად გაეგზავნება.
„უკრაინელი ხალხი იბრძვის თავისი სიცოცხლისა და ახალგაზრდა დემოკრატიის გადასარჩენად. კონგრესს გააჩნია მორალური ვალდებულება იდგეს მის გვერდით, როდესაც ის {უკრაინელი ხალხი} ებრძვის ვლადიმირ პუტინის ბოროტებას და მის სისხლიან კამპანიას“, - აღნიშნა სენატორმა ჩაკ შუმერმა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200