უკრაინიდან ლტოლვილთა რაოდენობამ 2.5 მილიონს მიაღწია - გაერო
- მსოფლიო
- 11.03.2022
- 14:31
ბოლო 16 დღეში უკრაინა 2.5 მილიონმა ადამიანმა დატოვა და რუსეთის აგრესიისგან თავის დასაღწევად მეზობელ ქვეყნებს თავი შეაფარა. ამის შესახებ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ფილიპო გრანდიმ განაცხადა.
"უკრაინიდან ლტოლვილთა რიცხვმა - ტრაგიკულად - დღეს 2.5 მილიონს მიაღწია. ჩვენ ასევე ვარაუდობთ, რომ დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია უკრაინის შიგნით. მილიონობით იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები ამ უაზრო ომის გამო", - წერს გრანადი.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საინფორმაციო პორტალის თანახმად, 11 მარტის მდგომარეობით, 1 524 903-მა ლტოლვილმა პოლონეთს შეაფარა თავი. მათგან 300 000-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავას.
ვარშავის ოფიციალური პირები სხვა ქვეყნებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინელების დასახმარებლად.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200