png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ვიცოდი, რომ მიზანი საცხოვრებელი სახლები იყო, მაგრამ მაინც დავმბომბე - ტყვე რუსი მფრინავი

  • მსოფლიო
  • 11.03.2022
  • 19:43
ვიცოდი, რომ მიზანი საცხოვრებელი სახლები იყო, მაგრამ მაინც დავმბომბე - ტყვე რუსი მფრინავი

ტყვედ ჩავარდნილმა რუსმა მფრინავმა მაქსიმ კრიშტოპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე სამი გაფრენა განახორციელა და ერთ-ერთი გაფრენის დროს საცხოვრებელ სახლზე 4 ტონა ფუგასური ბომბები ჩამოყარა.

„ჩემი მესამე საბრძოლო გაფრენა 6 მარტს შევასრულე. ბორტზე 4 ტონა ფუგასური საავიაციო ბომბები იყო. საბრძოლო დავალების შესრულების დროს მივხვდი რომ მიზანს წარმოადგენად მოწინააღმდეგის არა სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები და მშვიდობიანი მოსახლეობა. მაგრამ დანაშაულებრივი ბრძანება მაინც შევასრულე. ამის შემდეგ ჩამომაგდო უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ და ტყვედ ჩავვარდი“, -თქვა რუსმა პილოტმა.

მისი თქმით, მფრინავებს ნაბრძანები ჰქონდათ 24 თებერვლიდან უკრაინის ტერიტორიაზე ავიადარტყმების მიყენება.

მან პირველი საბრძოლო გაფრენა 24 თებერვალს შეასრულა. კრიშტოპმა ჩამოყარა 3 ტონა ფუგასური საავიაციო ბომბები უკრაინის ძალების წინააღმდეგ სამხრეთ ბალაკლეაზე. მისივე თქმით, მიზანი გაანადგურა.

მეორე საბრძოლო გაფრენა ოკუპანტმა 3 მარტს შეასრულა და 3 ტონა ფუგასური ჭურვებით იზიუმთან უკრაინის ძალების ჯავშანტექნიკის კოლონა დაბომბა. კრიშტოპის თქმით, ეს მიზანიც გაანადგურა.

ოკუპანტის თქმით, მას ხელმძღვანელობამ ჯერ კიდევ იანვარში აცნობა, რომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მიიღებდნენ მონაწილეობას და წვრთნების საფარქვეშ თავდასხმისთვის ემზადებოდნენ.   

რუსმა დამპყრობელმა აღიარა, რომ ჩაიდინა საშინელი დანაშაულები, ბოდიში მოიხადა და პირობა დადო, რომ ყველაფერს იღონებს, რათა ომი რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს და ყველა დამნაშავემ პასუხი აგოს.

მან რუს ჯარისკაცებს მოუწოდა არ შეასრულონ დანაშაულებრივი ბრძანებები და შეწყვიტონ ომი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

„ვფქირობ, რომ ეს ომი ჩვენ უკვე წავაგეთ“, - განაცხადა რუსმა ოკუპანტმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge