png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

უკრაინასა და საქართველოს ერთად შეუძლიათ შექმნილი უსიამოვნებების გადალახვა. მოვუწოდებ ყველა საფეხურზე მდგომს, ერთიანობისკენ - უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი

  • პოლიტიკა
  • 13.03.2022
  • 14:37
უკრაინასა და საქართველოს ერთად შეუძლიათ შექმნილი უსიამოვნებების გადალახვა. მოვუწოდებ ყველა საფეხურზე მდგომს, ერთიანობისკენ - უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი

მივესალმებით საქართველოს ეროვნული ბანკის ქმედებებს, რომელიც აგრძელებს თავიანთი ქმედებების კოორდინაციას ევროპულ ბანკებთან და წარადგინა მტკიცე სანქციების რუსეთის ბანკების წინააღმდეგ, ველოდებით საქართველოს მთავრობისგან შემდგომ ნაბიჯებს, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა, ანდრეი კასანოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

ანდრეი კასანოვმა საქართველოს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის გამო მადლობა გადაუხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ უკრაინელ ლტოლვილებს საქართველო სათანადო დახმარებას გაუწევს და უზრუნველყოფს მათ საცხოვრებელს.

„დღეს რუსეთის აგრესიის შედეგი არის ორი მილიონი უკრაინელი ლტოლვილი. იუნისეფის ცნობით, ბავშვები შეადგენენ ერთ მილიონს. ჰუმანიტარული მდგომარეობა ძალზედ მძიმეა. მადლობას ვუხდით პოლონეთს, რომელიც იქცა ლტოლვილების მიღების რეგიონალურ კერად. მაგრამ ისიც უკვე დასაბუთებულად ვერ უმკლავდება უკრაინიდან წამოსული ლტოლვილების ნაკადს. უკვე აქტიურად უერთდებიან უკრაინიდან ლტოვილების მიღებას ისეთი ქვეყნები, როგორიციაა გერმანია, შვეიცარია, კანადა და სხვა დასავლეთი ქვეყნები. საქართველოს მთავრობა და ადგილობრივი თვითმმართველობები აკეთებენ ყველაფერს, რომ უზრუნველყონ ყველა შესაძლო მხარდაჭერა უკრაინის მოქალაქეების, რომლებსაც იძულების წესით უწევთ გაქცევა როგორც თავიანთი სამშობლოდან, ასევე რუსეთის ფედერაციიდან უკრაინა-რუსეთის ომიდან გამომდინარე. ვიმედოვნებთ, რომ საქართველო მათ სათანადო დახმარებას გაუწევს და უზრუნველყოფს მათ საცხოვრებელს.

უკრაინის მოქალაქეები და ქართული ბიზნესსექტორი საქართველოში აგროვებენ თანხებს და ჰუმანიტარულ დახმარებას. ეს არის საკვები პროდუქტები, წამლები, სამედიცინო საშუალებები, ჰიგიენის საშუალებები და ტანსაცმელი უკრაინის მოქალაქეების მხარდასაჭერად, შეიარაღებული ძალებისათვის და ტერიტორიული თავდაცვის ძალებისთვის. ასევე დიდ მადლობას ვუცხადებთ საქართველოს ეკლესიას იმ დახმარებისთვის, რაც მან გაუწია უკრაინას.

იმ თანხებით, რომელიც უკრაინის საელჩოს ანგარიშზე საქართველოში იქნა დარიცხული, საკვები პროდუქტების შეძენა მოხდა, რომელიც აუცილებლად საჭირო იყო უკრაინის მოქალაქეებისთვის, უკრაინის გმირებისთვის და ჯარისკაცებისთვის საჭირო ნივთების შეძენა მოხდა. ის ტვირთი, რომელიც ქართველი ხალხის თანხებით იყო შეძენილი უკრაინელებისთვის, უახლოეს დღეებში იქნება გადაგზავნილი უკრაინაში“,- განაცხადა ანდრეი კასანოვმა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღის მონაცემებით, საქართველოდან უკრაინაში საერთო ჯამში, 275 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა.

„ძალიან დიდ მადლობას ვუცხადებთ ქართველ ერს ამ დახმარებისათვის, უკრაინელი მოქალაქეებისთვის საქართველოში, ასევე საქართველოს მთავრობას. ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი თვალს ადევნებს მოვლენების განვითარებას უკრაინაში. მართავს მრავალრიცხოვან გამოსვლებს საქართველოს ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში, რითაც გამოხატავს სოლიდარობას უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ.

უკრაინა და საქართველო მოძმე ერები არიან, რომლებმაც განიცადეს აგრესია რუსეთის მხრიდან და ეს უბედურება მათ აერთიანებთ. უკრაინასა და საქართველოს მხოლოდ ერთად შეუძლიათ შექმნილი უსიამოვნებების გადალახვა. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, ყველა საფეხურზე მდგომს ერთიანობისკენ და საერთო ქმედებებისკენ, რუსეთის ბარბაროსული აგრესიის შეჩერებისთვის. „სლავა უკრაინი“ „სლავა გრუზიი“ – „უკრაინას გაუმარჯოს“, „საქართველოს გაუმარჯოს“,- საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა, ანდრეი კასანოვმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge