png.ge
png.ge
png.ge
16+
06 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ნატო მთელი ძალით უპასუხებს თავის ტერიტორიაზე თავდასხმას - სალივანი

  • მსოფლიო
  • 13.03.2022
  • 19:42
ნატო მთელი ძალით უპასუხებს თავის ტერიტორიაზე თავდასხმას - სალივანი

შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ ნატო მთელი ძალით უპასუხებს ალიანსის ტერიტორიაზე რუსეთის თავდასხმას.

სალივანის თქმით, რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, ამოქმედდება ნატოს მე-5 მუხლი, რომლის თანახმადაც, თავდასხმა ნატოს ერთ მოკავშირეზე ჩაითვლება თავდასხმად ყველა მოკავშირეზე.

"თუ ნატოს ტერიტორიაზე სამხედრო თავდასხმა მოხდება, ეს გამოიწვევს მე-5 მუხლის ამოქმედებას და ჩვენ ალიანსის სრულ ძალას გამოვიყენებთ მასზე პასუხის გასაცემად", - განუცხადა მან CBS-ს.

"მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ თუ რუსეთი თავს დაესხმება, ცეცხლს გაუხსნის ნატოს ტერიტორიას, ალიანსი უპასუხებს ამას".

"ის ფაქტი, რომ რუსეთი აფართოებს სამიზნეების დიაპაზონს უკრაინაში და, კერძოდ, ცდილობს ახალი სამიზნეების განადგურებას პოლონეთის საზღვართან, ასახავს მოსკოვის მზარდ უკმაყოფილებას და იმედგაცრუებას შეჭრის ტემპით", - დასძინა სალივანმა.

ჯეიკ სალივანის თქმით, ვაშინგტონს არ აქვს უკრაინაში აშშ-ის სამხედრო ძალების განლაგების განზრახვა, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ დაიცავს ნატოს ტერიტორიის "თითოეულ სანტიმეტრს".

მან ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გაზრდის დახმარებას უკრაინის არმიისთვის, მათ შორის საზენიტო იარაღის მიწოდებას.

სალივანის ამ განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთის ავიაიერიშები ლვოვში მდებარე სამხედრო ცენტრზე, რომელიც პოლონეთის, შესაბამისად ნატოს ტერიტორიიდან სულ რაღაც 30 კილომეტრში მდებარეობს.

ამავდროულად, სალივანმა განაცხადა, რომ აშშ აფრთხილებს რუსეთს ქიმიური იარაღის გამოყენების სავალალო შედეგების შესახებ. მისი თქმით, თუ პუტინი გამოიყენებს მასობრივი განადგურების იარაღს, ეს იქნება კიდევ ერთი შემაძრწუნებელი ხაზი, რომელსაც ის გადალახავს საერთაშორისო სამართალში.

სალივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ ზეწოლას რუსეთზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge