png.ge
png.ge
png.ge
16+
06 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების პროცესი გრძელდება

  • მსოფლიო
  • 14.03.2022
  • 10:30
უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების პროცესი გრძელდება

უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების პროცესი გრძელდება.

2022 წლის 13 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით საქართველოში სახმელეთო გზით დაბრუნდა რუმინეთში მყოფი 40-მდე საქართველოს მოქალაქე. დღეს რუმინეთიდან დამატებით ასევე მოხდება საქართველოს 50 მოქალაქის ორგანზიებული გამომგზავრება, მიმდინარე კვირას ასევე დაგეგმილია მოქალაქეთა ორგანიზებული გამომგზავრება პოლონეთიდან, საიდანაც სახელმწიფოს დახმარებით საერთო ჯამში 150-მდე საქართველოს მოქალაქე დაბრუნდება სამშობლოში.

"ასევე გრძელდება მოქალაქეთა ორგანიზებული გამოყვანა უკრაინის ტერიტორიიდან მის მოსაზღვრე სახელმწიფოებში, კერძოდ ქ.ლვოვიდან ქ. ვარშავას მიმართულებით ავტობუსის დამატებითი რეისები შესრულდება 15 და 16 მარტს, ამ დროისთვის საერთო ჯამში ქ.ლვოვიდან- ქ. ვარშავის მიმართულებით სახელმწიფოს ძალისხმევით საქართველოს 500-მდე მოქალქე იქნა გამოყვანილი. მოქალაქეთა ორგანიზებული გამოყვანა ხდება ქ. ოდესიდან, საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ.
უკრაინიდან ევაკუირებულ საქართველოს მოქალქეებს უკრაინის მოსაზღვრე სახელწმიფოებში საქართველოს საელჩოები უწევენ პირველადი საჭიროების დახმარებას, რის შემდეგაც ხდება მათი გამომგზავრება საქართველოში.
საქართველოს მთავრობის დავალებით, საქართველოს საელჩო უკრაინაში, გენერალური საკონსულო ქ. ოდესაში და საკონსულო პუნქტი ქ. ლვოვში განაგრძობენ საგანგებო რეჟიმში მუშაობას და საქართველოს მოქალაქეების დახმარებას. ასევე, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებში - რუმინეთში, პოლონეთში, მოლდოვაში, სლოვაკეთსა და უნგრეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები.

ისინი ახორციელებენ მოქალაქეთა გადაყვანას უკრაინიდან მოსაზღვრე ქვეყნებში და შემდგომ მათ საქართველოში გამომგზავრებას. ამ დროისთვის, უკრაინიდან სხვადასხვა ქვეყნის გავლით, საქართველოში ორგანიზებულად სახელწმიფოს დახმარებით დაბრუნდა 1600-მდე მოქალაქე", აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge