primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

"მსოფლიო საფოსტო კავშირის" (Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი მიმდინარე წელს საქართველოში მეცხრედ გიმართება

  • საზოგადოება
  • 14.03.2022
  • 13:53
"მსოფლიო საფოსტო კავშირის" (Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი მიმდინარე წელს საქართველოში მეცხრედ გიმართება

"მსოფლიო საფოსტო კავშირის" (Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი "საქართველოს ფოსტის" ორგანიზებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მხარდაჭერით მიმდინარე წელს მეცხრედ გაიმართება.

"საერთაშორისო საფოსტო კავშირის" წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს საფუძველი ჩაეყარა 1971 წელს "მსოფლიო საფოსტო კავშირის" ტოკიოს კონგრესზე.

"მსოფლიო საფოსტო კავშირის" წევრი 192 ქვეყანაში, ეროვნული ოპერატორები მართავენ კონკურსს. ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, კონკურსში მილიონობით მოზარდი მონაწილეობს. სხვადასხვა ქვეყნებში გამოვლენილი გამარჯვებულები, საერთაშორისო მასშტაბით განაგრძობენ შეჯიბრს. "მსოფლიო საფოსტო კავშირის" ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ ქვეყანას.

დაჯილდოვდება ყველა მონაწილე. გამოვლინდება საუკეთესო სამეული, პირველი ადგილის მფლობელის ნამუშევარი კი გაიგზავნება „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში.

2022 წლის საკონკურსო თემა გახლავთ "მიწერე წერილი გავლენიან ადამიანს თუ რატომ და როგორ უნდა მიიღონ ზომები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით" ("Write a letter to an influential person about why and how to take action on climate change"). კონკურსის მიზანია, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, წერილის წერის ტრადიციის პოპულარიზაცია.

"მსოფლიო საფოსტო კავშირის" საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულიწერილის ავტორის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება 2021 წლის 9 ოქტომბერს, ფოსტის საერთაშორისო დღეს, ქალაქ ბერნში, შვეიცარია.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 9 - 15 წლამდე ასაკის მოზარდებს. ნამუშევარში აუცილებელია შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინება:

· სავალდებულოა, ნაშრომში შენარჩუნებული იყოს წერილის ფორმა.

· სავალდებულოა, წერილი იწყებოდეს მისალმებით.

· სავალდებულოა, მითითებული იყოს, როგორც გამგზავნის, ასევე, მიმღების მონაცემები.

· სავალდებულოა წერილი სრულდებოდეს გამგზავნის ხელმოწერითა და თარიღით.

· სავალდებულოა ნამუშევრის შინაარსი პასუხობდეს კონკურსის თემატიკას.

· კონკურსში მონაწილეობამდე ნამუშევარი არ უნდა იყოს გამოყენებული, გამოქვეყნებული.

· სავალდებულოა, წერილში, სიტყვათა რაოდენობა არ აღემატებოდეს 1000 ერთეულს.

· წერილი, შესაძლებელია შესრულებული იყოს ქართულ, არაბულ, ინგლისურ, ფრანგულ, პორტუგალიურ, რუსულ ან ესპანურ ენებზე.

· მონაწილე ვალდებულია წარმოადგინოს, როგორც ხელნაწერი ნაშრომი, ასევე, მისი ელექტრონული ვერსია. ელექტრონული ვერსიის და მონაწილის საკონტქტო ინფორმაციის (სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი, მისამართი) გაგზავნოს მისამრთზე: letter@gpost.ge 

· მხოლოდ ნამუშევრის ელექტრონული ფოსტით მიწოდების შემდგომ, მოხდება მონაწილეობის მსურველის კონკურსში რეგისტრაცია. წერილის ელექტრონული ვერსიის გამოგზავნიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, მონაწილემ, უნდა წარმოადგინოს ნაშრომის დედანი, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომატურად მოხდება კანდიდატის კონკურსიდან მოხსნა.

· აპლიკანტი ვალდებულია ნაშრომი წარმოადგინოს დალუქული კონვერტით და კონვერტზე დატანილი იქნას შემდეგი წარწერა: "წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი 2022". სხვა ნებისმიერი: სახელი, გვარი, ზედმეტსახელი, პირობითი სახელის ან მაიდენტიფიცირებელი ნიშნის და/ან რაიმე სიმბოლოს დატანა იკრძალება.

· კონკურსანტს შეუძლია ისარგებლოს ახლომდებარე საფოსტო სერვისცენტრის მომსახურებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან განათავსოს ნაშრომი "საქართველოს ფოსტის" საფოსტო შემკრებ ყუთში. მომსახურება უფასოა.

· ელექტრონული რეგისტრაციის გავლის შემდეგ აპლიკანტი ვალდებულია 5 დღის ვადაში ისარგებლოს საფოსტო მომსახურებით და გაგზავნოს ნაშრომის დედანი (სასურველია ხელნაწერი).

· კონკურსის პირობიდან გამომდინარე ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს მოსწავლის და არა მშობლის ან პედაგოგის ან სხვა მესამე პირის მიერ.

· წერილის ავტორი აცხადებს თანხმობას, რომ საქართველოს ფოსტა:

· დაამუშავებს მის პერსონალურ მონაცემებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

· საჯაროდ გამოაქვეყნებს წერილის შინაარსს წერილის ავტორის დამატებითი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

ნამუშევრების მიღების თარიღი: 2022 წლის 2 მარტიდან.

საკონკურსო ნამუშევრის ელ ფოსტაზე და საფოსტო სერვისცენტრში ნიღების საბოლოო თარიღია 2022 წლის 6 აპრილი.

ნამუშევრები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე:

შპს "საქართველოს ფოსტა"

ქ. თბილისი, სადგურის მოედანი 2

0100 თბილისი, საქართველო

ტელ: +995 32 2240909

ელექტრონული ფოსტა: letter@gpost.ge

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge