primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
16 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერები კიევში ჩადიან

  • მსოფლიო
  • 15.03.2022
  • 13:29
პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერები კიევში ჩადიან

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ სამშაბათს, 15 მარტს ვიცე-პრემიერ იაროსლავ კაჩინსკისთან და ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერებთან ერთად კიევში ჩავა. უკრაინული მედიის ცნობით, მორავეცკიმ ამის შესახებ ფეისბუქში დაწერა.

„დღეს უკრაინის წინააღმდეგ პუტინის დანაშაულებრივი აგრესიის მე-20 დღეს, პრემიერ-მინისტრ იაროსლავ კაჩინსკისთან, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფაიალასთან და სლოვენიის პრემიერი იანეზ იანშასთან ერთად მივდივართ კიევში, რათა გამოვხატოთ უკრაინელების მიმართ სოლიდარობა“, - განაცხადა იაროვეცკიმ.

მისი თქმით, ვიზიტი განხორციელდება ევროკავშირთან შეთანხმებით და აღნიშნული ვიზიტის შესახებ ინფორმირებულია ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და გაერო.

„მსოფლიოსთვის ასეთ გარდამტეხ დროს, ჩვენი მოვალეობაა ვიყოთ იქ, სადაც ისტორია იწერება. იმიტომ რომ საუბარია არა ჩვენზე, არამედ ჩვენი შვილების მომავალზე, რომლებიც იმსახურებენ იცხოვრონ ტირანიისგან თავისუფალ სამყაროში“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.

მან ასევე გაიხსენა პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის სიტყვები, რომელიც მან საქართველოში რუსეთის შეჭრის დროს წარმოთქვა: „დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიის ქვეყნები, შემდეგ კი შესაძლოა, იყოს ჩემი ქვეყანა, პოლონეთი“.

„მაშინ მისმა ვიზიტმა შეცვალა წარმოდგენები ომზე, მისმა სიმამაცემ გაამხნევა ქართველები. ის დღემდე ახსოვთ მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნა მორავეცკიმ.  

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge