primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

ოთარ დანელია სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფება

  • საზოგადოება
  • 18.02.2016
  • 13:27
ოთარ დანელია სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია მინისტრის, ოთარ დანელიას ხელმძღვანელობით  სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში  სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და მინისტრის მოადგილემ, ლევან დავითაშვილმა რომში  გამართულ  სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მმართველი საბჭოს შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების  გახსნის ცერემონიას იტალიის პრეზიდენტი, სერჯო მატარელა დაესწრო. 

IFAD-ის მმართველი საბჭოს  შეხვედრა, ფონდის წევრი ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრების მონაწილეობით, წელიწადში ერთხელ იმართება. წელს შეხვედრაში 70-მდე ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობდა.   შეხვედრაზე  სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების მიზნებისა და ეროვნული პოლიტიკის თანხვედრის საკითხები განიხილეს და  2015 წელს განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების ჭრილში ინკლუზიური ინვესტიციების თემებზე იმსჯელეს.

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) პრეზიდენტმა, კანაიო ნუანზემ მოხსენებით გამოსვლისას ყურადდღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის მიმართულებით ინკლუზიური ინვესტიციების მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, 2030 წლისთვის მსოფლიოში სიღარიბე და შიმშილი უნდა დასრულდეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ  ოთარ დანელია IFAD-ის რეგიონალური ოფისის დირექტორს, ხალიდა ბუზარის და ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC) ქუვეიტისა და კატარის რეგიონულ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრებზე  სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.  IFAD-ის რეგიონალური ოფისის დირექტორთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალი საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების ჩართულობით ახალი პროექტების დაწყების შესაძლებლობებს, მათ შორის, აკვაკულტურის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების განხორციელებას.

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) საქართველოში 1997 წლიდან  ახორციელებს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშემწყობ პროექტებს, რომელთა მიზანი სოფლად სიღარიბის დაძლევა  და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტქუქტურის გაუმჯობესებაა. 2016 წელს საქართველოში  30,8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროექტი დაიწყო, რომლის მიზანია მცირე ფერმერების შემოსავლების ზრდა, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისა  და ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge