png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

"ქართულმა ოცნებამ“ კუდიანებზე ნადირობა გამოაცხადა და მთავარ კუდიანად დანიშნა სალომე ზურაბიშვილი - რომან გოცირიძე

  • პოლიტიკა
  • 15.03.2022
  • 16:25
"ქართულმა ოცნებამ“ კუდიანებზე ნადირობა გამოაცხადა და მთავარ კუდიანად დანიშნა სალომე ზურაბიშვილი - რომან გოცირიძე

სალომე ზურაბიშვილს არ აპატიეს, რომ მან სხდომათა დარბაზში სიმბოლურად შემოიყვანა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი და ამისთვის სჯიან. მას არ აპატიეს ევროპაში უკრაინის მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება, - "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცორიძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელი განცხადება შეაფასა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ კუდიანებზე ნადირობა გამოაცხადა და მთავარ კუდიანად დანიშნა სალომე ზურაბიშვილი, ხოლო პატარ-პატარა ეშმაკებად ოპოზიციის წარმომადგენლები.

„ხელისუფლებას უნდა, წარმოაჩინოს, რომ ევროპაში სალომე ზურაბიშვილი მათ მიერ გაგზავნილი არ იყო და ეს იყო მისი პირადი ვიზიტი, განცხადებები, რაც არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის პოზიციას. ეს არის მოღალატეობრივი გადაწყვეტილება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა. სინამდვილეში, სალომე ზურაბიშვილს არ აპატიეს, რომ მან სხდომათა დარბაზში სიმბოლურად შემოიყვანა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი და ამისთვის სჯიან. მას არ აპატიეს ევროპაში უკრაინის მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება. ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კუდიანებზე ნადირობა გამოაცხადა და მთავარ კუდიანად დანიშნა სალომე ზურაბიშვილი, ხოლო პატარ-პატარა ეშმაკებად ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც თურმე ქვეყანაში საბოტაჟს აწყობენ და შაქრის გაქრობაშიც წვლილი მიუძღვით. „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი სახე, რადგან მას ბიძინა ივანიშვილმა არ აპატია ის განცხადება, რომელიც გუშინ გააკეთა, როცა თქვა, რომ ქვეყანა იმართება პარტიული ინტერესებით და არა კანონის შესაბამისად. ეს არაფორმალური მმართველობისკენ იყო მინიშნება და პატარა კენჭები ივანიშვილის ბოსტანშიც გადაყარა, ამიტომ მიდის მისი ალაგმვისა და დაშინების პროცესი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge