png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

პუტინი არ არის მზად ომი გამოუცხადოს ნატო-ს, თუ ის უკრაინის ცას დახურავს, ისევე როგორც 2008 წელს არ იყო მზად, როდესაც საქართველოს ცაზე ამერიკული ვერტმფრენები გამოჩნდნენ - თინა ხიდაშელი

  • კომენტარები
  • 15.03.2022
  • 20:36
პუტინი არ არის მზად ომი გამოუცხადოს ნატო-ს, თუ ის უკრაინის ცას დახურავს, ისევე როგორც 2008 წელს არ იყო მზად, როდესაც  საქართველოს ცაზე ამერიკული ვერტმფრენები გამოჩნდნენ - თინა ხიდაშელი

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ უკრაინის ცის დახურვის პირობებში, სუვერენული სახელმწიფოს მიერ მოწვეული შეიარაღებული ძალების საჰაერო  აპარატები ჩამოაგდოს, ეს იქნება რუსეთის მიერ ნატო-სთვის ომის გამოცხადება და არა პირიქით, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ტვ პირველის გადაცემა „დღის ამბებში“,  განაცხადა. მისი თქმით,  რუსეთი არ არის მზად ღია ომი გამოუცხადოს ნატო-ს სახელმწიფოებს, თუ ისინი უკრაინის ცის დახურვას გადაწყვეტენ.

„ერთმნიშვნელოვნად ნატო-მ უკრაინის  ცა უნდა დაკეტოს, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არასწორია იმ ადამიანების მსჯელობა, რომლებიც ამბობენ, რომ ეს იქნება ნატო-ს მხრიდან მესამე მსოფლიო ომის დაწყება. იმიტომ რომ ნატო-ს აქვს უფლება და ვადებულებაც მისი ისტორიიდან გამომდინარე,  როდესაც სუვერენული სახელმწიფო, რომელიც მის წვერობას ესწრაფვის, რომელთანაც სტარტეგიული პარტნიორობა აქვს, რომლის ნატოშიც  გასაწევრიანებლადაც უამრავი ფულია დახარჯული, უამრავი მცდელობა, უამრავი ღონისძიებაა ერთობლივად განხორციელებული, რომ ამ სუვერენული სახელმწიფოს თხოვნა დააკმაყოფილოს, რათა რაც შეიძლება სწრაფად დასრლუდეს ომი. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ უკრაინის ცის დახურვის პირობებში, სუვერენული სახელმწიფოს მიერ მოწვეული შეიარაღებული ძალების საჰაერო  აპარატები ჩამოაგდოს, ეს იქნება რუსეთის მიერ ნატო-სთვის ომის გამოცხადება და და არა პირიქით. არის  კითხვა, რაც სულ არის ბოლო ამ ათწლეულის განმავლობაში და რაზეც, სამწუხაროდ, დასავლეთის რამდენიმე ქვეყანაში არასწორ პასუხს იძლევიან - არის კი მზად რუსეთი იმისთვის, რომ ღია ომი გამოუცხადოს ნატო-ს.

არიან ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად სჯერათ, რომ რუსეთი ამ ომისთვის მზად არის. მე დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი ამ ომისთვის მზად არ არის. რუსეთი არ არის მზად, როგორ შეშლილიც არ უნდა იყოს ვლადიმირ პუტინი, რომ ღია ომის გამოუცხადოს ნატო-ს სახელმწიფოებს. ამიტომ   მოლოდინი, რომ რუსეთი ნატო-ს თვითმფრინავებს ჩამოყრის არის აბსოლუტურად არასწორი, არასერიოზული.  ზუსტად ამ ემოციაზე თამაშობს ვლადიმირ პუტინი თავისი ყოველი მოქმედებით და ყოველი გამოსვლით. დაშინება მისი მხრიდან, მუდმივი შანტაჟი დასავლეთის მიმართ სამწუხაროდ რამდენიმე ქვეყნის შემთხვევაში ჯერ კიდევ მუშაობს.

2008 წელი ყველას გვახსოვს ძალიან კარგად, ყველას გვახსოვს, როდის რომელ დღეს, რომელ საათზე გაჩერდა ჰაერიდან საქართველოს დაბომბვა - ზუსტად იმ მომენტში, როდესაც საქართველოს საზღვაო წყლებში შემოსული ამერიკული გემიდან აფრინდა ის ცნობილი ვერტმფრენები, რომლებზეც ქართველი ალტინფოელები ხუმრობენ ხოლმე, რომ "პამპერსები" ჩამოიტანესო. სინამდვილეში, როდესაც ქართულ ცაზე გამოჩნდა ამერიკული ვერტმფრენები, ეს იყო მომენტი, რომელმაც გააჩერა 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველოში. ზუსტად ამიტომ აღარ გაგრძელდა წინსვლა თბილისზე. ამიტომ ზუსტად ისე, როგორც 2008 წელს არ იყო პუტინი  მზად ამ გამოწვევისთვის, ზუსტად ასევე არ არის დღეს მზად ამისთვის. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვართ იმ მდგომარეობაში, როდესაც მისი {პუტინის} შანტაჟი მუშაობს რამდენიმე ქვეყანაზე", - განაცხადა ხიდაშელმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge