primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
16 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

სასამართლომ "ვრემიას" რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა 30 000 რუბლით დააჯარიმა

  • მსოფლიო
  • 15.03.2022
  • 20:55
სასამართლომ "ვრემიას" რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა 30 000 რუბლით დააჯარიმა

მოსკოვის ოსტანკინოს სასამართლომ სამშაბათს "პირველი არხის" რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა დამნაშავედ ცნო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში. იუწყება სააგენტო "ინტერფაქსი".

მედიის ცნობით, სასამართლომ ოვსიანიკოვა 30 000 რუბლით (1000 ლარამდე) დააჯარიმა.

"მარინა ოვსიანიკოვა დამნაშავედ იქნა ცნობილი რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევაში. მას მიესაჯა ადმინისტრაციული ჯარიმა 30 000 რუბლის ოდენობით", - განუცხადა ინტერფაქსს სასამართლოს პრესმდივანმა.

შეგახსენებთ, 14 მარტს, საღამოს, რუსეთის პირველი არხის საინფორმაციო გადაცემა "ვრემიას" ეთერში, რომელსაც ჟურნალისტი ეკატერინე ანდრეევა უძღვებოდა, რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა შევიდა, რომელსაც ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით: "არა ომს. არ დაუჯეროთ პროპაგანდას. თქვენ აქ გატყუებენ. რუსები ომის წინააღმდეგ".

საინფორმაციო გადაცემის პროპაგანდისტი წამყვანი ამ დროს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებსა და მისი შემსუბუქების მიზნით კრემლის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრობდა.

კადრში გამოჩენიდან მალევე, მარინა ოვსიანიკოვა ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge