png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თითქმის 45 წლის ვარ, ჩემი ასაკი შეჩერდა, დრო შეჩერდა, როდესაც ასობით ბავშვის გული გაჩერდა. უნდა შევაჩეროთ ეს სიკვდილის მანქანა და ესაა ჩემი უმთავრესი მისია - ზელენსკი

  • მსოფლიო
  • 16.03.2022
  • 18:35
თითქმის 45 წლის ვარ, ჩემი ასაკი შეჩერდა, დრო შეჩერდა, როდესაც ასობით ბავშვის გული გაჩერდა. უნდა შევაჩეროთ ეს სიკვდილის მანქანა და ესაა ჩემი უმთავრესი მისია - ზელენსკი

თითქმის 45 წლის ვარ, ჩემი ასაკი შეჩერდა, დრო შეჩერდა, როდესაც ასობით ბავშვის გული გაჩერდა. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს სიკვდილის მანქანა და ესაა ჩემი უმთავრესი მისია, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისადმი სიტყვით მიმართვისას.

სამი კვირაა. ოდესა, ჟიტომირი, დნეპრი და სხვა ქალაქები, სადაც რუსეთის ჯარები ხალხს მიზანში იღებს და ხოცავს. რუსული ბომბები გვხოცავს. ესაა ტერორი, რომელიც ევროპას 80 წელია, არ უნახავს. ნუთუ, ბევრს გთხოვთ?! ჩაკეტეთ ცა, რათა რუსეთმა შეწყვიტოს ჩვენი ხოცვა. ნუთუ ბევრს გთხოვთ?! ან მაშინ ალტერნატივა შემოგვთავაზეთ იმისთვის, რომ დავიცვათ უკრაინელი ხალხი, დავიცვათ ევროპა. „მე მაქვს ოცნება“ და ამ სიტყვებს თქვენ კარგად იცნობთ; ჩემი ოცნებაა, ჩაკეტოთ ცა; ჩემი ოცნებაა ეს, რათა დავიცვა ჩემი ხალხი“, - თქვა ზელენსკიმ და კონკრესს მოუწოდა მეტი გააკეთონ, რათა შეჩერდეს ტერორი.

„სანქციები უნდა გაგრძელდეს, ვიდრე რუსეთის მკვლელი მანქანა შეჩერდება. ამერიკის სანქციებმა უნდა ამოიღოს მიზანში რუსეთის ყველა პოლიტიკოსი, რომლებიც ახლა ოფისებში სხედან და ამ ომს მშვიდად უყურებენ. ყველა დასავლურმა კომპანიამ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს რუსეთი. გთხოვთ, ქალბატონებო და ბატონები, თუ თქვენ გაქვთ ამ კომპანიებთან კავშირი, მოუწოდეთ მათ, რომ რუსეთი დატოვონ. ყველა დასავლური ბაზარი უნდა ჩაიკეტოს რუსული პროდუქციისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

"თითქმის 45 წლის გახლავართ, ჩემი ასაკი შეჩერდა, დრო შეჩერდა, როდესაც ასობით ბავშვის გული გაჩერდა. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს სიკვდილის მანქანა და ესაა ჩემი უმთავრესი მისია. მე უნდა ვემსახურო ჩემ უკრაინელ ხალხს, და როგორც ჩემი ერის ლიდერი მივმართავ პრეზიდენტ ბაიდენს, თქვენ ბრძანდებით უდიდესი ქვეყნის ლიდერი და გისურვებთ, რომ გახდეთ მსოფლიო ლიდერი და მსოფლიო ლიდერობა ნიშნავს, რომ იყოთ მშვიდობის ლიდერი. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. დიდება უკრაინას“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესის მიმართვისას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge