რუსეთში Instagram-ის ანალოგი იქმნება
- მსოფლიო
- 16.03.2022
- 18:52
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთში Instagram-ის ანალოგი სოციალური ქსელი „როსგრამი“ იქმნება, რომელიც რუსმა ინტერნეტ-მარკეტოლოგმა ალექსანდრ ზობოვმა შექმნა.
ზობოვის თქმით, „როსგრამი“ 28 მარტიდან ჩაეშვება Android-სა დაiOS-ის მობილური მოწყობილებისათვის. დანარჩენი მომხმარებლებისთვის კი აპრილიდან იქნება ხელმისწავდომი.
რუსეთის მედიის მარეგულირებელმა ორგანომ, "როსკომნადზორმა" რუსეთის ტერიტორიაზე Instagram-ი 11 მარტს დაბლოკა.
"როსკომნადზორის" მტკიცებით, Instagram-ზე ვრცელდება პუბლიკაციები რუსეთის მოქალაქეების, მათ შორის სამხედრო პერსონალის ძალადობრივი ქმედებების ჩადენის მოწოდებით.
"როსკომნადზორმა" რუსეთში Facebook-ი და Twitter-ი ჯერ კიდევ 4 მარტს დაბლოკა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200