primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
16 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

ჩვენი ბიჭები იჩენენ სიმამცეს და აკეთებენ ყველაფერს, რომ თავიდან აირიდონ უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი - პუტინი

  • მსოფლიო
  • 16.03.2022
  • 19:44
ჩვენი ბიჭები იჩენენ სიმამცეს და აკეთებენ ყველაფერს, რომ თავიდან აირიდონ უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი - პუტინი

აგრესორი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინაში „სამხედრო ოპერაცია“ წინასწარ დამტკიცებული გეგმის მკაცრი დაცვით მიმდინარეობს და კიევთან რუსული ჯარების გამოჩენა უკრაინის ოკუპაციის განზრახვას არ უკავშირდება.

„რაც შეეხება საბრძოლო მოქმედებების ტაქტიკას, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ და გენერალურმა შტაბმა შეიმუშავა, მან სრულად გაამართლა. ჩვენი ბიჭები, ჯარისკაცები და ოფიცრები იჩენენ სიმამცესა და გმირობას. აკეთებენ ყველაფერს, რაც მათზეა დამოკიდებული, რომ თავიდან აირიდონ უკრაინის ქალაქების მშვიდობიან მოქალაქეებს შორის მსხვერპლი“, - ამტკიცებს დიქტატორი პუტინი.

მსოფლიო მედიასაშუალებები ყოველდღე დაბომბილი საცხოვრებელი სახლებისა და განადგურებული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის კადრებს ავრცელებენ. რუსები ბომბავენ საავადმყოფოებს, სამშობიარო სახლებს, სკოლებს, იღუპება ასობით ადამიანი, ბავშვები და ამ ფონზე რუსი დიქტატორი ცინიკურად ამტკიცებს, რომ დარტყმებს მხოლოდ სამხედრო ობიექტებს აყენებენ.

აგრესორი პუტინის მტკიცებით, „ოპერაციის“ დაწყებისას დონბასში, უაზრო სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად კიევს შესთავაზეს არ ჩართულიყო სამხედრო მოქმედებებში და გაეყვანა ჯარები დონბასიდან. „არ მოინდომეს. რას ვიზამთ. ეს მათი გადაწყვეტილებაა. გაცნობიერება კი იმისა, რაც ხდება რეალურად დედამიწაზე, გარდაუვალი იქნება“, - თქვა პუტინმა.

მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა ჩაშალეს უკრაინის გგემები, რომელიც დონბასისა და შემდეგ ყირიმის წინააღმდეგ „შეტევის დაწყებას აპირებდა.“

პუტინი აგრძელებს მტკიცებას, რომ უკრაინას სურდა ბირთვული იარაღის შემუშავება და ატარებდა სამხედრო-ბიოლოგიურ პროგრამებს აშშ-ის ხელმძღვანელობით.

ამასთან, დიქტატორმა განაცხადა, რომ დოლარისადმი ნდობა,როგორც .ძირითად სარეზერვო ვალუტაზე შერყეულია, უცხოეთში რუსული ბიზნესის აქტივების გაყინვა კი რუსი ბიზნესმენებისთვის გაკვეთილია, რომ სამშობლოში ინვესტიციების განხორციელებაზე საიმედო არაფერია.

 „მე არ განვსჯი მათ, ვისაც ვილები აქვს მაიამიში, ვისაც უყვარს ფუა-გრა. მაგრამ არიან ისინი, ვისაც სურს წარმოადგენდეს „უმაღლეს კასტას“, იყოს დასავლეთში. მათ მხოლოდ იყენებენ“, - თქვა პუტინმა.

მისი თქმით, დასავლთეს სურს რუსეთი სუსტ, დამოკიდებულ ქვეყნად გადააქციოს და ფსონის დადებას „მეხუთე კოლონაზე“ ცდილობს. „ერის გამყიდველებზე, მათზე, ვინც ფულს შოულობს აქ ჩვენთან, მაგრამ ცხოვრობს იქ. და ცხოვრობს ამ სიტყვის არა გეოგრაფიული გაგებით, არამედ თავისი აზროვნებით, თავისი მონური ცნობიერებით“, - თქვა დიქტატორმა.

შეგახსენებთ, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთი ბევრმა ადამიანმა დატოვა, მათ შორის შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებმაც.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge