png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გაეროს მართლმსაჯულების სასამართლომ რუსეთს უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტა უბრძანა

  • მსოფლიო
  • 16.03.2022
  • 20:14
გაეროს მართლმსაჯულების სასამართლომ რუსეთს უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტა უბრძანა

ჰააგაში, გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) რუსეთს უბრძანა, შეწყვიტოს 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებები.

გადაწყვეტილება სასამართლოს პრეზიდენტმა ჯოან დონოგიუმ წაიკითხა.

"რუსეთის ფედერაციამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინში უნდა შეაჩეროს საომარი მოქმედებები, რომელიც დაიწყო 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის ტერიტორიაზე", - განაცხადა მოსამართლემ.

მოსამართლეებმა დასძინეს, რომ რუსეთმა ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ სხვა ძალებმა, რომლებიც მის კონტროლს ან მოსკოვის მხარდაჭერას ექვემდებარება, ასევე შეწყვიტონ სამხედრო მოქმედებები.

გადაწყვეტილება მიიღეს 13 ხმით ორის წინააღმდეგ, წინააღმდეგი იყო რუსეთისა და ჩინეთის მიერ წარდგენილი მოსამართლეები.

სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი განცხადებით, რუსეთმა უნდა შეასრულოს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოსკოვს უკრაინაში შეჭრის შეჩერების ბრძანებას აძლევს.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ დასძინა, რომ უკრაინამ გამარჯვება მოიპოვა რუსეთის წინააღმდეგ საქმეში.

გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) დაიწყო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის განხილვა 7 მარტს დაიწყო.

საქმე ეხება რუსეთის მიერ "გენოციდის" ცნების დამახინჯებას და მის გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გასამართლებლად.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" დაიწყო, დონბასში შეურაცხყოფისა და გენოციდის მსხვერპლი ადამიანების დასაცავად.

უკრაინის სარჩელში ნათქვამია, რომ გენოციდის ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს და არავითარ შემთხვევაში არ იძლევა შეჭრის სამართლებრივ დასაბუთებას.

უკრაინა ასევე სთხოვდა სასამართლოს, მიეღო საგანგებო გადაწყვეტილება [დროებითი ზომა], რათა შეწყდეს რუსეთის შეჭრა უკრაინაში, რასაც ის [კრემლი] ამართლებს "გენოციდის" ცნების არასწორი ინტერპრეტაციით.

გაეროს სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულო ხასიათისაა და როგორც წესი, ქვეყნები მას ასრულებენ, თუმცა უცნობია, საერთაშორისო სამართლის უგულვებელყოფაში არაერთგზის მხილებული რუსეთი როგორ მოიქცევა. ამასთან, სასამართლოს თავისი გადაწყვეტილებების აღსრულების პირდაპირი მექანიზმები არ გააჩნია.

მართლმსაჯულების სასამართლოში (ICJ) ამ საქმის განხილვის პარალელურად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) დაიწყო გამოძიება უკრაინაში რუსეთის მიერ სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge