png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

უმჯობესია, მხარი დავუჭიროთ რისკის წინაშე მყოფ ქვეყნებს ახლა, ვიდრე სამხედრო ინტერვენციის შემდგომ. ეს არის გზავნილი საქართველოსთვის - იენს სტოლტენბერგი

  • პოლიტიკა
  • 16.03.2022
  • 21:45
უმჯობესია, მხარი დავუჭიროთ რისკის წინაშე მყოფ ქვეყნებს ახლა, ვიდრე სამხედრო ინტერვენციის შემდგომ. ეს არის გზავნილი საქართველოსთვის - იენს სტოლტენბერგი

ერთ-ერთი გაკვეთილი, რომელიც უნდა ვისწავლოთ იქიდან, რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის ის, რომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ იმ ქვეყნებს, რომლებიც რისკის წინაშე ახლა არიან. უმჯობესია, მათ ახლა დავუჭიროთ მხარი და დავეხმაროთ, ვიდრე სამხედრო ინტერვენციის შემდგომ, - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თავდაცვის მინისტრების საგანგებო შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

სტოლტენბერგმა მოუწოდა ნატო-ს მოკავშირეებს, მხარი დაუჭირონ საქართველოს და აღნიშნა, რომ ეს იყო ასევე გზავნილი მოკავშირე ქვეყნების ლიდერებისადმი დღევანდელ შეხვედრაზე.

„ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ვდგავართ უსაფრთხოების სრულიად ახალი რეალობის წინაშე, რომელიც აზარალებს უკრაიანელ ხალხს, ეს მათთვის გამანადგურებელია; თუმცა, ის ასევე მეტ ზეწოლას ახდენს იმ ქვეყნებზეც ჩვენს სამეზობლოში, რომლებიც არ არიან ნატო-სა და ევროკავშირის წევრები და არიან რისკის წინაშე. საქართველო ერთ-ერთ მათგანია. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ესწრებოდა შეხვედრას. ყველა მოკავშირე ძალიან ყურადღებით უსმენდა მის გამოსვლას, რა დროსაც მან ისაუბრა გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგას საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელმაც უკვე იხილა რუსეთის აგრესიული ქმედებების შედეგები 2008 წელს და რუსეთის სხვა მცდელობები, ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში. ასე რომ, ერთ-ერთი გაკვეთილი, რომელიც უნდა ვისწავლოთ იქიდან, რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის ის, რომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ იმ ქვეყნებს, რომლებიც რისკის წინაშე ახლა არიან. უმჯობესია, მათ ახლა დავუჭიროთ მხარი და დავეხმაროთ, ვიდრე სამხედრო ინტერვენციის შემდგომ. ვფიქრობ, ახლა ჩვენ ვხედავთ უკრაინისთვის ინტერვენციამდე გაწეული მხარდაჭერის ღირებულებას, თუმცა ასევე იმის მნიშვნელობას, თუ რისი გაკეთება შეგვეძლო დამატებით უკრაინისთვის. ასევე, ვფიქრობ, ეს არის გზავნილი საქართველოსთვის, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა და რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც. შესაბამისად, მე მოვუწოდებ ნატო-ს მოკავშირეებს, მხარი დაუჭირონ საქართველოს. ეს იყო ასევე გზავნილი მოკავშირე ქვეყნების ლიდერებისადმი დღევანდელ შეხვედრაზე“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge