primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

ზელენსკი მზად არის, ჩაერთოს საქართველოს პარლამენტს და მიმართოს საქართველოს საზოგადოებას - დეკანოიძე

  • პოლიტიკა
  • 17.03.2022
  • 20:47
ზელენსკი მზად არის, ჩაერთოს საქართველოს პარლამენტს და მიმართოს საქართველოს საზოგადოებას - დეკანოიძე

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძიის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტო ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის, ჩაერთოს საქართველოს პარლამენტში და მიმართოს საქართველოს საზოგადოებას, საქართველოს პარლამენტიდან. ამის შესახებ დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

"პრეზიდენტი ზელენკის ადმინისტრაციასთან მე მქონდა საუბარი დღეს რამდენიმე საათის წინ, პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის,​ ჩაერთოს საქართველოს პარლამენტში და მიმართოს საქართველოს საზოგადოებას, საქართველოს პარლამენტიდან. მე შემიძლია, ეს დავადასტურო. მე შემიძლია, ბატონო შალვა , თქვენთან გავმართო კონსულტაციები ამაზე და ჩვენ, როგორც საქართველოს პარლამენტმა, თითოეულმა აქ მჯდომმა ჩემმა კოლეგამ და თქვენც, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა, ყველამ ერთად უნდა მოვუსმინოთ პრეზიდენტს.

ოპოზიციამ დააყენეა ეს ინიციატივა მქონდა კონსულტაციები უკვე და მზად არის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომ ნამდვილად იმ ძალიან მძიმე პერიოდში და ომში, რომელშიც არის ახლა უკრაინა, პრეზიდენტი ზელენსკი საქართველოს პარლამენტიდან გამოეხმაუროს საქართველოს საზოგადოებას. პრეზიდენტი ზელენსკი გამოდის კონგრესში, ბუნდესტაგში, სენატში, მიმართავს ყველა ქვეყანას, ყველა ქვეყნის პარლამენტს და წარმომადგენლობით ორგანოებს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სოლიდარობა არ დარჩება მხოლოდ უკრაინული დროშის გაკვრად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ახლა დიდი იმედი მაქვს,ძვირფასო კოლეგებო, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ეს სურვილი, რომ მიმართოს საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს საზოგადოებას, არ დარჩება მხოლოდ ოპოზიციის, ჩემი ან რომელიმე კონკრეტული ადამიანის მოთხოვნად. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს საზოგადოებას და საქართველოს მოქალაქეებს, თქვენ არ მოაკლებთ იმ ძალიან მნიშვნელოვან გზავნილებს, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი გააჟღერებს საქართველოს პარლამენტიდან", - განაცხადა დეკანოიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge