png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ის იყო მთავარი ჯალათი ამ ქვეყანაში, მას პასუხს გასცემს საქართველოს მართლმსაჯულება, სამწუხაროა, რომ იქ აღმოჩნდება ხოლმე, სადაც აღმოჩნდა ამ შემთხვევაში - მამუკა მდინარაძე ზურაბ ადეიშვილზე

  • პოლიტიკა
  • 17.03.2022
  • 20:32
ის იყო მთავარი ჯალათი ამ ქვეყანაში, მას პასუხს გასცემს საქართველოს მართლმსაჯულება, სამწუხაროა, რომ იქ აღმოჩნდება ხოლმე, სადაც აღმოჩნდა ამ შემთხვევაში - მამუკა მდინარაძე ზურაბ ადეიშვილზე

ზურაბ ადეიშვილი იყო მთავარი ჯალათი ამ ქვეყანაში, მას პასუხს გასცემს საქართველოს მართლმსაჯულება, სამწუხაროა, რომ იქ აღმოჩნდება ხოლმე, სადაც აღმოჩნდა ამ შემთხვევაში - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ადეიშვილი დღეს უკრაინაში რაღაც გავლენებით სარგებლობს.

„რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილს, ის იყო მთავარი ჯალათი ამ ქვეყანაში, როგორც იტყვიან, უფრო დავარცხნილი, რადგან გენპროკურორის, შემდეგ მთავარი პროკურორის კაბინეტში იჯდა, მაგრამ უფრო საშიში, ვიდრე ფიზიკურად აღმსრულებლები იმ სისასტიკის, რასაც ნაცმოძრაობა წარმოადგენდა. ის იყო ამ ყველაფრის მთავარი შემოქმედი.
სხვათა შორის, დღეს წაკამათება რომ იყო სხდომათა დარბაზში, პირადად ჩემი მისამართით რომ ვერაფერს მოიფიქრებენ ხოლმე, ერთერთი მათი ნარატივია პირადად ჩემზე, რომ ნაცმოძრაობის და ადეიშვილის საქმეებს ალაგებდაო.

მინდა აქვე გავაკეთო ერთი განცხადება, ჩემს ცხოვრებაში ის კაცი ნანახი არ მყავს და არც სურვილი მქონია არასდროს, არც შეხება მქონია არასდროს და არც ახლა მაქვს მისი ნახვის დიდი სურვილი. მას პასუხს გასცემს საქართველოს მართლმსაჯულება, მაგრამ სამწუხაროა, რომ იქ აღმოჩნდება ხოლმე, სადაც აღმოჩნდა ამ შემთხვევაში. ვინმემ სხვანაირად რომ არ გაიგოს ამ საომარ სიტუაციაში, მეტს ამასთან დაკავშირებით არაფერს ვიტყვი, მაგრამ ერთი ფაქტია - ეს ადამიანი სამწუხაროდ დღეს იქ რაღაც გავლენებით სარგებლობს და საქართველოში იყო იმ სისასტიკის ერთერთი მთავარი შემოქმედი, რომელიც დაღად აწევს ამ ქვეყანას“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge