რუსეთთან მოლაპარაკებებში ჩვენი პოზიციები უცვლელია: ცეცხლის შეწყვეტა, ჯარების გაყვანა და უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები - მიხაილო პოდოლიაკი
- მსოფლიო
- 18.03.2022
- 22:52
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის მიხაილ პოდოლიაკის თქმით, მოლაპარაკებებში უკრაინული მხარის პოზიციები უცვლელია. ამის შესახებ მიხაილო პოდოლიაკმა twitter-ზე დაწერა.
„მოლაპარაკებების სტატუსი. რუსული მხარის განცხადებები მხოლოდ მათი მოთხოვნების პოზიციებია (რომლებიც წამოყენებულია მოლაპარაკებების დასაწყისში შემდგომი დათმობებისთვის). ყველა ეს განცხადება სხვა საკითხებთან ერთად, მიზნად ისახავს მედიაში დაძაბულობის პროვოცირებას. ჩვენი პოზიციები უცვლელია: ცეცხლის შეწყვეტა, ჯარების გაყვანა და უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები კონკრეტული ფორმულებით“, – წერს პოდოლიაკი.
უკრაინასთან მოლაპრაკების რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ მხარეების პოზიციები დაახლოებულია და მოიცავს "უკრაინის ნეიტრალურ სტატუსს".
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200