png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინაში "კინჟალის" ჰიპერბგერითი რაკეტები გამოიყენა

  • მსოფლიო
  • 19.03.2022
  • 14:16
რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინაში "კინჟალის" ჰიპერბგერითი რაკეტები გამოიყენა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის არმიამ უკრაინაში სამიზნეების გასანადგურებლად "კინჟალის" ჰიპერბგერითი რაკეტები გამოიყენა.

თავდაცვის სამინისტროს სპიკერის კონაშენკოვის განცხადებით, ჰიპერბგერითი რაკეტების საშუალებით გაანადგურეს მიწისქვეშა სამხედრო საწყობი დასავლეთ უკრაინაში.

კონაშენკოვის მტკიცებით, საწყობში განთავსებული იყო რაკეტები და "უკრაინის ჯარების საავიაციო საბრძოლო მასალა".

"18 მარტს "კინჟალის" საავიაციო სარაკეტო სისტემამ ჰიპერბგერითი აერობალისტიკური რაკეტებით გაანადგურა რაკეტების დიდი მიწისქვეშა საწყობი და უკრაინის ჯარების საავიაციო საბრძოლო მასალა სოფელ დელიატინში, ივანო-ფრანკოვსკის ოლქში", - განაცხადა აგრესორი ქვეყნის წარმომადგენელმა.

კონაშენკოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა გამოიყენეს ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა "ბასტიონი" უკრაინის სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ, ოდესის შავი ზღვის პორტის მახლობლად.

რუსეთს აქამდე არასოდეს დაუდასტურებია, რომ საბრძოლო მოქმედებებში ჰიპერბგერითი რაკეტები გამოიყენა.

რუსეთის სამხედრო ძალების მტკიცებით, "კინჟალის" სარაკეტო სისტემას შეუძლია სამიზნეების განადგურება 2000 კმ-ზე მეტ მანძილზე და აქვს უნარი გადალახოს ყველა არსებული საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა.

რუსეთმა პირველად გამოიყენა ეს იარაღი სირიაში სამხედრო კამპანიის დროს 2016 წელს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge