უკრაინელმა ბებომ 8 რუსი ოკუპანტი ღვეზელებით მოწამლა
- მსოფლიო
- 19.03.2022
- 20:19
უკრაინაში რუსი ოკუპანტები სავალალო მდგომარეობაში არიან - მათ საკვები არ აქვთ.
ამას მოწმობს ერთ-ერთი ოკუპანტისა და გოგოს აუდიოჩანაწერი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ გაავრცელა. იუწყება უკრაინული მედია.
გოგოსთან საუბრისას ოკუპანტმა აღიარა, რომ საჭმელი არ აქვთ და მოროდიორობენ.
„აქ ლუკმა-პური არ გვაქვს, გუშინ იხვი მოვიპარეთ! მაღაზიებს ვბომბავთ. ვშიმშილობთ!... ერთმა ბებომ ღვეზელები მოგვიტანა - 8 ადამიანი სახლში თუთიის კუბოთი წავიდა“, - ამბობს რუსი სამხედრო.
გოგონამ ჰკითხა რისგან იყო ღვეზელები დამზადებული, რაზეც ოკუპანტმა უპასუხა, რომ ღვეზელები მოწამლული იყო.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200