png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მინდა ვკითხო რუსეთის მოქალაქეებს, რა გიქნეს ამ წლების განმავლობაში, რომ თქვენთვის აღარაფერს ნიშნავს სიტყვები - შვილი, დედა, მამა - ზელენსკი

  • მსოფლიო
  • 20.03.2022
  • 11:36
მინდა ვკითხო რუსეთის მოქალაქეებს, რა გიქნეს ამ წლების განმავლობაში, რომ თქვენთვის აღარაფერს ნიშნავს სიტყვები  - შვილი, დედა, მამა - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ფრონტის ხაზი სავსეა რუსი ჯარისკაცების ცხედრებით და ისინი არავის მიაქვს.

„განსაკუთრებით სასტიკი ბრძოლების ადგილებში ჩვენი თავდაცვის ფრონტის ხაზი სავსეა რუსი ჯარისკაცების ცხედრებით და ეს ცხედრები არავის მიაქვს. კიდევ ერეკებიან ახალ შეტევით ნაწილებს, რაღაც რეზერვებს, რომლებსაც რუსეთის არმიის სარდლობა აგროვებს იქ, სადაც შეუძლია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და კიდევ ერთხელ მიმართა რუსეთის მოქალაქეებს:

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ რუსეთში ღრმა ადამიანური რესურსი და უამრავი აღჭურვილობა, რაკეტა და ბომბია. მაგრამ მინდა, ვკითხო რუსეთის მოქალაქეებს – რა გიქნეს ამ წლების განმავლობაში, რომ თქვენს დანაკარგებს ვეღარ ამჩნევთ? აღარაფერს ნიშნავს თქვენთვის სიტყვები – შვილი, დედა, მამა. უკვე 14 ათასზე მეტი თქვენი სამხედრო დაიღუპა. ეს არის 14 ათასი დედა, 14 ათასი მამა, ესენი არიან ცოლები, ესენი არიან შვილები, ნათესავები, მეგობრები და თქვენ ამას ვერ ამჩნევთ? იქნება მეტი მსხვერპლი, ვიდრე ეს ომი გაგრძელდება, ეს არის თქვენი ომი ჩვენს წინააღმდეგ, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენს მიწაზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge