მზად ვარ პუტინთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ თუ წარუმატებელი იქნება, ეს შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომს ნიშნავდეს - ზელენსკი
- მსოფლიო
- 20.03.2022
- 19:50
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის შეხვდეს ვლადიმირ პუტინს, თუმცა აღნიშნა, რომ თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდება, მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალი იქნება. ამის შესახებ ზელენსკიმ CNN- თან ინტერვიუში განაცხადა.
„მზად ვარ მასთან მოლაპარაკებისთვის. მზად ვიყავი ბოლო ორი წლის განმავლობაშიც. ვფიქრობ, რომ მოლაპარაკების გარეშე ეს ომი არ დასრულდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
„ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ფორმატი უნდა გამოვიყენოთ, ნებისმიერო შანსი, რათა შევძლოთ მოლაპრაკება, პუტინთან საუბარი. მაგრამ თუ ეს მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდება, ეს ნიშნავს, რომ იქნება მესამე მსოფლიო ომი“, - განაცხადა მან.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200