რუსეთი უკრაინაში საომრად ლიბიელი მებრძოლების გაგზავნას გეგმავს - უკრაინის გენშტაბი
- მსოფლიო
- 20.03.2022
- 22:10
რუსეთი უკრაინაში საომრად ლიბიელი მებრძოლების გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ ნათქვამია Facebook-ზე გამოქვეყნებული უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციაში.
„არსებული ინფორმაციით, მოსკოვში ლიბიის არმიის მეთაურის ხალიფ ჰაფთარის ვიზიტის დროს, გაფორმდა შეთანხმება უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის ლიბიელი „მოხალისეების“ გაგზავნის შესახებ“, - ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.
მისივე ინფორმაციით, მებრძოლების გადასროლა რუსული სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ დახმარებით, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავებით მოხდება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200