კიევში აფეთქებების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა
- მსოფლიო
- 21.03.2022
- 10:47
კიევის პოდოლსკის რაიონში აფეთქებების შედეგად დაიღუპა 4 და დაშავა 1 ადამიანი.
უკრაინული მედიის ცნობით, ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. აფეთქებები საცხოვრებელ სახლებთან და სავაჭრო ცენტრთან ისმოდა.
უკრაინული მედიის ცნობით, ღამით, პოდოლსკის რაიონი რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს.ცეცხლი გაუჩნდა სავაჭრო ცენტრის მე-3 და მე-4 სართულებს. ავტოსადგომზე დაიწვა მანქანები.
ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია 11 ერთეული სახანძრო ტექნიკა და 60-ზე მეტი მეხანძრე.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200