სუმის ქიმიურ ქარხანში ამიაკმა გაჟონა
- მსოფლიო
- 21.03.2022
- 11:23
სუმის ქიმიური მრეწველობის ქარხანში ამიაკმა გაჟონა. ამის შესახებ სუმის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დმიტრი ჟივიცკი იუწყება.
მისი ინფორმაციით, დაბინძურების რადიუსი 5 კილომეტრია და ამ რადიუსში მყოფმა პირებმა ტერიტორია უნდა დატოვონ.
ჟივიცკის ინფორაციითვე, ადგილზე მუშაობენ საავარიო ბრიგადები. მას არ დაუკონკრეტებია რამ გამოიწვია ამიაკის გაჟონვა.
სუმი ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს და ის ოკუპანტების ალყაშია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200