კიევის პოდოლსკის რაიონში, აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა
- მსოფლიო
- 21.03.2022
- 13:03
კიევის პოდოლსკის რაიონში აფეთქებების შედეგად დაიღუპა 8 ადამიანი. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 4 ადამიანის დაღუპვის შესახებ.
აფეთქებები საცხოვრებელ სახლებთან და სავაჭრო ცენტრთან ისმოდა.
უკრაინული მედიის ცნობით, ღამით, პოდოლსკის რაიონი რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს. ცეცხლი გაუჩნდა სავაჭრო ცენტრის მე-3 და მე-4 სართულებს. ავტოსადგომზე დაიწვა მანქანები.
ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია 11 ერთეული სახანძრო ტექნიკა და 60-ზე მეტი მეხანძრე.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200