png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ესენი ამზადებენ ჩემ გადაცემას რუსეთისთვის, მაგრამ ჩემი თავი ჯანდაბას, სიცოცხლეს რა აზრი აქვს, თუ სამშობლო ვერ გადავარჩინეთ - სააკაშვილი

  • პოლიტიკა
  • 21.03.2022
  • 13:41
ესენი ამზადებენ ჩემ გადაცემას რუსეთისთვის, მაგრამ ჩემი თავი ჯანდაბას, სიცოცხლეს რა აზრი აქვს, თუ სამშობლო ვერ გადავარჩინეთ - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" საქართველოს რუსეთისთვის გადაცემას აპირებს. მისი თქმით, მოსკოვისთვის აპირებენ მის გადაცემასაც.
ამ თემაზე მან სასამართლო პროცესზე გააკეთა განცხადება და კიდევ ერთხელ ისაუბრა პროვოკაციაზე, რომელიც მისი ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მზადდება.

"იმ პერიოდში, როცა უკრაინა იბრძვის მათ შორის, საქართველოსთვის, ესენი ამზადებენ საქართველოს გადაცემას რუსეთისთვის. ესენი სხვათა შორის, ამზადებენ ჩემ გადაცემას რუსეთისთვისაც, მაგრამ ჩემი თავი ჯანდაბას, სიცოცხლეს რა აზრი აქვს თუ სამშობლო ვერ გადავარჩინეთ. ისინი ამზადებენ საქართველოს გადაცემას რუსეთისთვის. მზადდება პროვოკაცია ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით და გასწვრივ, რის შემდეგაც რუსეთი მოგვთხოვს ნეიტრალიტეტს", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" ნეიტრალიტეტის გამოაცხადებს და მალევე საქართველო რუსეთის ოფიციალური ნაწილი გახდება, რაზეც შეთანხმებულები და გარიგებულები არიან - "ჩვენი თაობის ამოცანაა ეს არ დავუშვათ, ამიტომ აქ უნდა ვიყოთ სრულიად ერთიანები" - თქვა მან.

მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა 2008 წლის ომი, როცა მან დედაქალაქი არ დატოვა, რუსული სპეცრაზმი და ტანკები კი თბილისთან რამდენიმე კილომეტრში იყვნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge