ჩინეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - ბორტზე 133 ადამიანი იმყოფებოდა
- მსოფლიო
- 21.03.2022
- 13:43
ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის ცნობით, სამხრეთ ჩინეთში სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 737 ჩამოვარდა.
China Eastern Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავში 133 ადამიანი იმყოფებოდა.
დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, დაიწყო სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
პორტალ Flightradar24-ის ცნობით, თვითმფრინავი კუნმინიდან ადგილობრივი დროით 13:15 წუთზე აფრინდა და გუანჯოუსკენ მიემართებოდა. დაახლოებით 14:20 ვუჟოუს რაიონში თვითმფრინავმა მოულოდნელად დაიწყო სიჩქარის შენელება და სიმაღლის დაკარგვა, რის შემდეგაც ის გაქრა რადარის ეკრანებიდან.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200