png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რუსეთის "პირველი არხი" მარინა ოვსიანიკოვას ბრიტანეთის ჯაშუშობაში ადანაშაულებს

  • მსოფლიო
  • 21.03.2022
  • 20:49
რუსეთის "პირველი არხი" მარინა ოვსიანიკოვას ბრიტანეთის ჯაშუშობაში ადანაშაულებს

რუსეთის "პირველი არხი" რედაქტორ მარინა ოვსიანიკოვას, რომელიც პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით შეიჭრა, ბრიტანეთის ჯაშუშობაში ადანაშაულებს.

ოვსიანოკოვას ჯაშუშობაში დადანაშაულებას, "პირველი არხის" გენერალური დირექტორის მოადგილემ კირილ კლეიმენოვმა სპეციალური მიმართვა მიუძღვნა, სადაც განაცხადა, რომ "სავარაუდოდ, ოვსიანიკოვა ბრიტანეთის დაზვერვისთვის მუშაობდა".

თავის ვიდეომიმართვაში კლეიმენოვი ამტკიცებს, რომ პროტესტამდე ცოტა ხნით ადრე "ოვსიანიკოვა ბრიტანეთის საელჩოს დაეკონტაქტა".

კლეიმენოვმა ასევე განაცხადა, რომ ოვსიანიკოვამ "უღალატა თავის ქვეყანას".

"ოვსიანიკოვამ გვიღალატა ყველას... ცივად, ორგულად, ბონუსისთვის", - თქვა კლეიმეოვნმა.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისმა უარყო რაიმე კონტაქტი მარინა ოვსიანიკოვასთან.

"ჩვენ არ გვქონია კონტაქტი ოვსიანიკოვასთან. ეს არის მორიგი ტყუილი, რომელსაც დეზინფორმაციის მანქანა ავრცელებს", - თქვა საგარეო საქმეთა ოფისმა.

შეგახსენებთ, 14 მარტს, საღამოს, რუსეთის პირველი არხის საინფორმაციო გადაცემა "ვრემიას" ეთერში, რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა შევიდა, რომელსაც ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით: "არა ომს. არ დაუჯეროთ პროპაგანდას. თქვენ აქ გატყუებენ. რუსები ომის წინააღმდეგ".

კადრში გამოჩენიდან მალევე, მარინა ოვსიანიკოვა ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მოგვიანებით, სასამართლომ ოვსიანიკოვა 30 000 რუბლით დააჯარიმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge