png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტი გადაარჩენს, დაკავშირებულია რუსულ სცენართან - გიორგი ვაშაძე

  • პოლიტიკა
  • 22.03.2022
  • 14:54
ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტი გადაარჩენს, დაკავშირებულია რუსულ სცენართან - გიორგი ვაშაძე

ნეიტრალიტეტი არის თემა, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტი გადაარჩენს, დაკავშირებულია რუსულ სცენართან.

"გარკვეული ჯგუფები ამ თემაზე ორკესტრირებულად საუბრობენ და სამწუხაროდ, იმ გეოპოლიტიკურ ვითარებას ვერ იაზრებენ, რომელიც დღეს ქვეყანაშია. მცდარია დამოკიდებულება, რომ უკრაინა ნეიტრალიტეტის გზით მიდის. უკრაინასთან საუბარია უსაფრთხოებისა და სამხედრო გარანტიებზე, ასევე უსაფრთხოების ახალი ჩარჩოს შექმნაზე. ასეთი სახის უსაფრთხოების ჩარჩო ნატო-ში ინტეგრაციამდე ძალიან კარგი იქნებოდა საქართველოსთვისაც.

ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტი გადაარჩენს, დაკავშირებულია რუსულ სცენართან. ჩემი ქვეყნისთვის ნეიტრალიტეტი კატეგორიულად მიუღებელია, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ეს არ არის საქართველოს გადარჩენის გზა, ეს არის საქართველოს დესუვერენიზაციის გზა, ანუ, დამოუკიდებლობის დაკარგვის გზა, რაც ყველას უნდა გვესმოდეს. მზად უნდა ვიყოთ, რომ ნატო-ში გაწევრიანებამდე შეიძლება უსაფრთხოების გარკვეულ მოდელებში მონაწილეობის შანსი გაგვიჩნდეს. ოღონდ, ეს არის ნატო-ში გაწევრიანებამდე და ეს არ არის ნატო-ს წევრობის სანაცვლო მექანიზმი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge