საქართველოში კორონავირუსის 817 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი
- საზოგადოება
- 23.03.2022
- 10:58
საქართველოში კორონავირუსის 817 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 017 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა სამი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 23 553 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 030, „პისიარ“ ტესტით – 2 523.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,47%, ბოლო 14 დღის – 6,64%, ბოლო შვიდი დღის – 4,45%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 644 112 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 604 595 გამოჯანმრთელდა, 16 681 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 846 431 აცრა, დღიურად აცრილია 1 750.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200