ძვირფასო პარტნიორებო! არ გსურთ, რომ სიზმარში ნახოთ მოკლული უკრაინელი ბავშვების თვალები? ამისთვის არსებობს მხოლოდ ოთხი ნაბიჯი - პოდოლიაკი
- მსოფლიო
- 23.03.2022
- 15:34
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ არსებობს ომის დასრულების ოთხ ნაბიჯი, რომელიც საერთაშორისი პარტნიორებმა უნდა გადადგან. ამის შესახებ პოდოლიაკი Twitter-ზე წერს.
„ძვირფასო პარტნიორებო! არ გსურთ, რომ სიზმარში ნახოთ მოკლული უკრაინელი ბავშვების თვალები და იგრძნოთ წვა მარიუპოლიდან? ამისთვის არსებობს მხოლოდ ოთხი ნაბიჯი: თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები, თუ არ შეგიძლიათ ცის დახურვა; ფრთოსანი რაკეტები - საბრძოლო მასალები რეაქტიული სისტემებისთვის; მკაცრი ნავთობის ემბარგო; პორტების ტოტალური დაკეტვა რუსული გემებისთვის“, - წერს პოდოლიაკი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200