png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

არავითარი გამართლება და მიზეზი არ შეიძლება ჰქონდეს საქართველოსთვის ახლა ომის დაწყების მოწოდებას - სარჯველაძე დანილოვის განცხადებაზე

  • პოლიტიკა
  • 27.03.2022
  • 14:43
არავითარი გამართლება და მიზეზი არ შეიძლება ჰქონდეს საქართველოსთვის ახლა ომის დაწყების მოწოდებას - სარჯველაძე დანილოვის განცხადებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც დეპუტატმა განაცხადა, არავითარი გამართლება და მიზეზი არ შეიძლება ჰქონდეს საქართველოსთვის ახლა ომის დაწყების მოწოდებას.

„სასიამოვნო შთაბეჭდილება ამ განცხადებამ არ დატოვა რამდენიმე მიზეზის გამო. ისე ჩანს, რომ ეს არის ერთგვარად ანტიდასავლური განცხადება იმ თვალსაზრისით, რომ არ მგონია, მშვიდობის აღსადგენად რამენაირად სასარგებლო აღმოჩნდეს ასეთი ტიპის განცხადებები, მოწოდებები და მით უმეტეს განვითარება მოვლენების იმ ხაზის მიხედვით, რასაც უშიშროების საბჭოს მაღალჩინოსანი აკეთებს.

ამ შემთხვევაში რეალური მიზეზი უკმაყოფილებისა არა სანქციები და განცხადებები იყო, არამედ როგორც ჩანს, მოტივაცია სწორედ ამას უკავშირდებოდა, რომ იქნებ რამენაირად საქართველო ჩაერთოს სამხედრო ავანტიურაში და ამ გზით თითქოს რაიმე დახმარება აღმოუჩინოს უკრაინას. ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ არავითარ დახმარებას ეს არ გამოიწვევს უკრაინისთვის, ეს არასწორია. მეორე, რაც მნიშვნელოვანია, არავითარი გამართლება და მიზეზი არ შეიძლება ჰქონდეს საქართველოსთვის ახლა ომის დაწყების მოწოდებას. ეს ნამდვილად არ არის საქართველოს ინტერესში. რასაც ვამბობდით მთელი ამ დროის განმავლობაში მათ შორის რეალურ მოტივაციასთან დაკავშირებით ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსნისა ან მაგალითად საქართველოში მოქმედი ისეთი პარტიებისა, რომელსაც ჩვენ ვუწოდეთ ომის პარტია, დღეს როგორც ირკვევა აბსოლუტურად სამართლიანად, ლოგიკურად და მართებულად, მათი რეალური მოტივაცია როდესაც გვაკრიტიკებდნენ ცალკეულ გამონათქვამებთან დაკავშირებით, ირკვევა, რომ არაფერი დაეწუნებოდა საქართველოს არც სანქციებთან დაკავშირებით, არც ერთ სხვა საკითხებთან. უბრალოდ, მოტივაცია რაც იყო, ამას შეიძლება ვერ იძახდნენ ხმამაღლა და ახლა დადასტურდა, რომ ჰქონდათ მოტივაცია, საქართველოში გაჩაღდეს ომი, ამისთვის მუშაობდნენ, ამისთვის იღვწოდნენ და სამწუხაროდ, მხარდამჭერები ჰყავდათ უკრაინის ხელისუფლებაში როგორც ჩანს. რეალურად, არავითარი დახმარება, შეღავათი ეს უკრაინისთვის რეალურად არ იქნება. ომის გაფართოება, ფრონტების გახსნა და ესკალაცია არც ერთ შემთვევაში მშვიდობიანი სამყაროსთვის არ არის სასურველი. ამას ქადაგებს ნატო-ს არაერთი მაღალჩინოსანი, არაერთი ევროპული სახელმწიფო, ეს განცხადება ერთგვარად შეიცავს შეტევას ანტიდასავლური განწყობების“, – განაცხადა სარჯველაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge