png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჩეხეთმა რუსი ოლიგარქების ასობით მლნ კრონის აქტივები გაყინა

  • მსოფლიო
  • 27.03.2022
  • 21:49
ჩეხეთმა რუსი ოლიგარქების ასობით მლნ კრონის აქტივები გაყინა

ჩეხეთმა რუსეთის სანქცირებული მოქალაქეების ასობით მლნ კრონის აქტივები გაყინა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ ჩეხეთის მედიას განუცხადა.

ფიალამ აღნიშნა, რომ აქტივების გაყინვის პროცესი გართულებულია, ვინაიდან ხშირად ეს აქტივები იზოლირებული არ არის და უფრო მსხვილი კომპანიების ნაწილს წარმოადგენს.

„ჩვენ მტკიცედ ვართ განწყობილი, გავყინეთ რუსი ოლიგარქების ასობით მლნ კრონის აქტივები...  და ჩვენ გავაგრძელებთ ამ საქმეს“, - განაცხადა მან.

თუმცა პრემიერ-მინისტრის თქმით, საჭირო იქნება ცვლილებების შეტანა კანონში, რათა პროცედურა ჩქარი და ეფექტიანი იყოს.

მანამდე ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი სანქციების სასტიკი წინააღმდეგი იყო, მაგრამ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ მან კრემლის წინააღმდეგ უმკაცრეს სანქციებს დაუჭირა მხარი.

ფიალას მიაჩნია, რომ ჩეხეთი წამყვან როლს ასრულებს ევროკავშირში, როდესაც საუბარია სანქციებზე. მან ახსენა სია, რომელიც პრაღამ პოლონეთთან და სლოვენიასთან ერთად მოამზადა. სია ათი ნაბიჯისგან შედგება. მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტი ევროკავშირმა უნდა მიიღოს, თუ ნამდვილად სურს უკარიანაში ომის დასრულება.

სავარაუდო ღონისძიებებს შორის არის საერთაშორისო საბანკო სისტემა SWIFT-დან ყველა რუსული ბანკის გათიშვა და უფრო მკაცრი სანქციების დაწესება ბიზნეს-გარემოსთვის, რომელსაც კავშირი აქვს რუს ოლიგარქებთან.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge