ოკუპანტების მიერ გატაცებული რამდენიმე მერი ცოცხალი აღარ არის - ზელენსკი
- მსოფლიო
- 28.03.2022
- 14:01
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოკუპანტების მიერ გატაცებული რამდენიმე მერი უკვე ცოცხალი აღარ არის. ამის შესახებ პრეზიდენტმა The economist-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ისინი იტაცებენ ჩვენი ქალაქების მერებს, რამდენიმე მათგანი მოკლეს. ზოგიერთ მათგანს ვერ ვპოულობთ, ზოგიერთი მათგანი ვიპოვეთ, მაგრამ დაღუპულები“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რამდენიმე მერი გაცვალეს.
პრეზიდენტის თქმით, რუსეთის არმია ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმავე მეთოდებს იყენებს, რომლებსაც დონბასში 2014 წელს იყენებდნენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200