png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

"დიდი შვიდეული" აცხადებს, რომ რუსული გაზის საფასურის რუბლში გადახდას არ აპირებს

  • მსოფლიო
  • 28.03.2022
  • 18:51
"დიდი შვიდეული" აცხადებს, რომ რუსული გაზის საფასურის რუბლში გადახდას არ აპირებს

"დიდი შვიდეულის" ქვეყნები რუსული გაზის საფასურის რუბლში გადახდას არ აპირებენ. ამის შესახებ "დიდი შვიდეულის" თავმჯომარე ქვეყნის, გერმანიის ეკონომიკის მინიტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა.

რობერტ ჰაბეკის თქმით, გაზის საფასურის გადახდა რუბლებში მიუღებელია.

"დიდი შვიდეულის ყველა მინისტრი შეთანხმდა, რომ ეს არის არსებული კონტრაქტების ცალმხრივი და აშკარა დარღვევა", - განაცხადა ჰაბეკმა.

ჰაბეკმა ასევე კომენტარი გააკეთა რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ.

"ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის", - თქვა მან.

"დიდ შვიდეულს", რომელიც აერთიანებს აშშ-ს, კანადას, იტალიას, გერმანიას, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთსა და იაპონიას, ამჟამად, როტაციის პრინციპის საფუძველზე, გერმანია მეთაურობს.

მანამდე, რუსეთის მოთხოვნას, რომლის თანახმადაც რუსული ნავთობისა და გაზის ღირებულების გადახდა რუსული რუბლით უნდა განხორციელდეს, ევროკომისიის პრეზიდენტი, საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანის კანცლერიც გამოეხმაურნენ.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთის მოთხოვნა, რომ გაზისა და ნავთობის ღირებულება რუბლით გადაიხადონ, კონტრაქტის პირობების დარღვევაა.

მისივე თქმით, რუსეთს არ მიეცემა უფლება მოითხოვოს რუბლით გადახდა ნავთობისა და გაზისთვის, რადგან ეს სანქციების გვერდის ავლით იქნება.

"ეს იქნება ცალმხრივი გადაწყვეტილება და კონტრაქტის პირობების აშკარა დარღვევა. ეს ასევე იქნება [ევროკავშირის] სანქციების გვერდის ავლის მცდელობა, რასაც არ დავუშვებთ. დრო, როდესაც ენერგეტიკული რესურსების გამოყენება შესაძლებელი იყო ჩვენს დასაშანტაჟებლად, დასრულდა", - თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ასევე უარი თქვა რუბლებში გადახდაზე და თქვა, რომ გადახდების ვალუტა უკვე მითითებულია კონტრაქტებში.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მთავრობას, ცენტრალურ ბანკსა და "გაზპრომს" დაავალა, 31 მარტისთვის მოამზადონ ანგარიში ე.წ. არამეგობრული ქვეყნების მიერ გაზის საფასურის გადახდაში რუბლებზე გადასვლის შესახებ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge