ნიდერლანდებმა 17 რუსი დიპლომატი გააძევა
- მსოფლიო
- 29.03.2022
- 19:11
ნიდერლანდების სამეფომ 17 რუს დიპლომატი გააძევა. სპეცსამსახურების მონაცემებით, დიპლომატები ჯაშუშობაში არიან ბრალდებულნი. ინფორმაციას უკრაინული მედია ტელერახ NOS-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
დიპლომატებმა ქეყანა ორ კვირაში უნდა დატოვონ. „ამ ადამიანებს სავიზიტო ბარათებში უწერიათ „დიპლომატი“, მაშინ როდესაც რეალურად სულ სხვა საქმეს აკეთებენ. ჩვენ აღნიშნული გადაწყვეტილება ნიდერლანდების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მივიღეთ“, - განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დიპლომატების გაძევება შეთანხმებულია სხვა ქვეყნებთან, რომლებმაც მანამდე ასევე გააძევეს რუსი დიპლომატები. ეს ქვეყნებია: აშშ, პოლონეთი და ბულგარეთი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200