png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სტამბოლში, უკრაინის პირველი დიდი გამარჯვება გაფორმდა - სააკაშვილი

  • პოლიტიკა
  • 29.03.2022
  • 20:26
სტამბოლში, უკრაინის პირველი დიდი გამარჯვება გაფორმდა - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის, სტამბოლში დღეს გამართული მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს ეხმიანება.

სააკაშვილის განცხადებით, სტამბოლში, უკრაინის პირველი დიდი გამარჯვება გაფორმდა.

"სტამბოლში, უკრაინის პირველი დიდი გამარჯვება გაფორმდა. რუსეთმა აღიარა, რომ ვეღარ იღებს კიევს და ჯარები მთლინად კიევის მიმართულებიდან გაჰყავს. პუტინის მთავარი ოცნება, დაპატრონებოდა კიევს, სამუდამოდ დაინგრა.

უკრაინა ფორმალურად არ გახდება NATO-ს წევრი, უკრაინა არ შევა NATO-ში, მაგრამ NATO შევა უკრაინაში. თუმცა ალიანსის ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი წევრები აძლევენ უკრაინას NATO-ს მე-5 მუხლის ტოლფას გარანტიებს, რაც ნიშნავს, რომ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, ისინი ჯარს უკრაინის დასაცავად ავტომატურად გაგზავნიან. რაც მთავარია, რუსეთი ამას თანხმდება.

ახლა, კიევთან მარცხის შემდეგ, რუსეთი დონბასზე შეტევის გააქტიურებას შეეცდება, მაგრამ იქაც აუცილებლად ჩაფლავდება.

ეს არის დიდი დიპლომატიური გამარჯვება, რომელიც გმირი უკრაინელი სამხედროების სისხლის ფასად და უკრაინელი ერის ერთობის ფონზეა მოპოვებული.

"ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი, გამაგონე ჩემს მამულში" - ეს შეთანხმება არის რუსეთის ისტორიული მარცხი და რუსეთის სახელმწიფოს დღევანდელი სახით არსებობის დაშლის დაწყების გაფორმება, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge