ბრიტანეთი განიხილავს უკრაინისთვის უსაფრთხოების შესაძლო გარანტორის საკითხს, თუმცა გამორიცხავს იმავე ვალდებულებებს, რომლებიც ნატო-ს წევრებზე ვრცელდება
- მსოფლიო
- 30.03.2022
- 20:43
ბრიტანეთი განიხილავს უკრაინის მიერ მოთხოვნილ უსაფრთხოების შესაძლო გარანტორის საკითხს, თუმცა გამორიცხავს იმავე ვალდებულებებს, რომლებიც ნატო-ს წევრებზე ვრცელდება. ამის შესახებ დიდი ბროტანეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ დომინიკ რააბმა განაცხადა. იუწყება The Guardian.
„დიდი სიფრთხილით განვიხილავთ ყველაფერს, რასაც პრეზიდენტი ზელენსკი წარმოგვიდგენს. მაგრამ ჩემი აზრით, ცალმხრივად არ გავიმეორებთ იმავე ვალდებულებებს, რომლებიც ნატო-ს წევრებზე ვრცელდება“, – განაცხადა დომინიკ რააბმა.
მისი თქმით, გამორიცხულია ბრიტანეთის არმიამ უშუალო მონაწილეობა მიიღოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. „ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციაში ჩართვას. ურაინა არ არის ნატ-ო-ს წევრი“, - განაცხადა რააბმა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200