png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

კიევთან, უახლოეს დღეებში, შესაძლოა, სასტიკი ბრძოლები გაიმართოს - ბრიტანეთის დაზვერვა

  • მსოფლიო
  • 31.03.2022
  • 13:10
კიევთან, უახლოეს დღეებში, შესაძლოა, სასტიკი ბრძოლები გაიმართოს - ბრიტანეთის დაზვერვა

უახლოეს დღეებში კიევთან უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის საოკუპაციო არმიას შორის, შესაძლოა, სასტიკი ბრძოლები გაიმართოს. ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტი დაზვერვაზე დაყრდნობით Twitter -ზე ავრცელებს. უწყებამ გამოაქვეყნა ანგარიში უკრაინის ფრონტზე უახლოესი მომავლის პროგნოზების შესახებ.

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთის არმია ცალკეული დანაყოფების გაყვანის მიუხედავად, პოზიციების დაკავებას აგრძელებს კიევიდან აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით. ამიტომ უწყების პროგნოზით, უახლოეს დღეებში კიევის შემოგარენში, შესაძლოა, გაიმართოს სასტიკი ბრძოლები. უწყებაში არ აზუსტებენ რომელი მხრიდან დაიწყება შტურმი.  

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ოკუპანტები აგრძელებენ სარაკეტო დარტყმებს ჩერნიჰოვის წინააღმდეგ. ამ მიმართულებით სამხედრო აქტივობებს შემცირება, რომელზეც რუსული მხარე სტამბოლის მოლაპარაკებებზე საუბრობდა, არ შეინიშნება.

ანგარიშში საუბარია მარიუპოლზეც. უწყების ინფრომაციით, ქალაქში კვლავ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, თუმცა ცენტრს ისევ უკრაინული ძალები აკონტროლებენ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge