png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ რეფერენდუმს არანაირი იურიდული შედეგი არ ექნება - დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

  • პოლიტიკა
  • 31.03.2022
  • 13:15
საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ რეფერენდუმს არანაირი იურიდული შედეგი არ ექნება - დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

„საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ფონზე, ყოვლად მიუღებელია საუბარი ნებისმიერ რეფერენდუმზე“ - ასე გამოეხმაურა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ჩატარების საკითხს. აღნიშნული კომენტარი მან საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.

დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ოკუპაციის პირობებში, როდესაც ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია საქართველოს ასობით ათასი მოქალაქე, რომლებიც საკუთარ სახლებში დაბრუნებას დღემდე ვერ ახერხებენ, ვერანაირ რეფერენდუმს ვერ ექნება იურიდული შედეგი.

როგორც დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არ არის მხოლოდ პოლიტიკური შეფასების საგანი, არამედ ასევე სამართლებრივად დადგენილი ფაქტია. „სტრასბურგის სასამართლომ არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი შეფასება მისცა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას“ - ხაზგასმით აღნიშნა იეპე კოფოდმა.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, საქართველო, პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერით, თანმიმდევრულად ახორციელებს სამშვიდობო პოლიტიკას და არ დაუშვებს პროვოკაციებში ჩართვასა და 2008 წლის ომის მძიმე შედეგების განმეორებას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge