რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში 17 500-მდე სამხედრო დაკარგა - გენშტაბი
- მსოფლიო
- 31.03.2022
- 14:00
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგი დაახლოებით 17 500 შეადგენს.
ასევე განადგურებულია მტრის შემდეგი ტექნიკა:
თვითმფრინავი - 135;
ვერტმფრენი - 131;
საჰაერო თავდაცვის სისტემა - 54;
ტანკი - 614;
საბრძოლო ჯავშანმანქანა - 1 735;
საარტილერიო სისტემა - 311;
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 96;
საავტომობილო ტექნიკა - 1 201;
გემი/კატერი - 7;
ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გამშვები დანადგარები - 4;
ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 83;
სპეციალური ტექნიკა - 22 ერთეული;
საწვავმზიდი - 75.
გენშტაბი აცხადებს, რომ მტრის დანაკარგის ზუსტი რაოდენობის აღრიცხვა ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200